GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 10%-ით შემცირდება
11:43 02.11.2012
დღის სიახლეები

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი, 2013 წელს 10%-ით შემცირდება.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ხადურმა განაცხადა, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში 5 ნოემბერს უნდა შევიდეს.

მინისტრის თქმით, ბიუჯეტში გაჩნდება დანართი, რომელშიც გაიშიფრება სხვა ხარჯები. ამ დროისთვის კი, საქართველოს ბიუჯეტში  8 მილიარდზე მეტი ლარია, რაც საშუალებას იძლევა ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდეს.

"კონსოლიდირებული მუშაობით მოვახერხეთ და ისეთი ბიუჯეტი შევიმუშავეთ, რომელშიც გათვალისიწინებულია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები. ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირებები არ იგეგმება, ასევე არ შემცირდება ხელფასები, უბრალოდ აღარ განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლის საჭიროებაც არ არსებობს, მაგალითად, გეზ-ების მშენებლობა. აღარ ავაშენებთ ქუთაისში პარლამენტს და ამაზე 340 მილიონს აღარ დავხარჯავთ. არ ავაშენებთ "ანბანის კოშკს" და კაფეებს, რაზეც არაერთი ასეული მილიონი ლარია დახარჯული. გავაგრძელებთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ იგეგმება”,- განაცხადა ხადურმა.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ქუბრიაშვილი “ტულონის” სამეოთხედფინალო განაცხადშია2
მიწისძვრა დმანისში3
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ4
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X