GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება
17:57 02.11.2012
დღის სიახლეები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრემიერ-მინისტრის მოწოდებას, ხარჯების დაზოგვის მიზნით კანცელარიაში გადასვლასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.

პრესსპიკერის მანანა მანჯაგალძის განცხადებით, შენობა სადაც ფუნქციონირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არ გახლავთ  მოქალაქე  მიხეილ სააკაშვილის  კუთვნილება - ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი  ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების მნიშვნელოვანი ნაწილია. შენობა სადაც ფუნქციონირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არ გახლავთ  მოქალაქე  მიხეილ სააკაშვილის  კუთვნილება - ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უნდა ითქვას,  რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების  ნორმალური ფუქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია. საქართველოს შემთხვევაშიც ეს არის ჩვენი - ქართული დემოკრატიის  შემადგენელი. ასევე დემოკრატიის შემადგენელია, შეუთახმებლობის მიუხედვად, განსხვავებული აზრის მქონე ინსტიტუტების არსებობის შეგუება. მიგვაჩნია, რომ  ეს კარგი და სწორია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი მთავრობა გარდამავალ პროცესს ისევე ცივილურად მიუდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და წინა მთავრობა. ასევე სრულიად ნათელია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება ახალი პრეზიდენტის  არჩევის შემდეგ. ახალი არჩევნები კი  2013 წლის ოქტომბერში გაიმართება. გვინდა ყველას  შევახსენოთ, რომ ეს იგივე კონსტიტუცია და იგივე  ვადებია,  რომელთა საშუალებითაც აირჩა საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი და შეიქმნა  ახალი უმრავლესობა. მაშინ შეკითხვები საკონსტიტუციო ვადებთან დაკავშირებით  არ დასმულა“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება3
„თბილისობა 2012“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება4
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X