GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი უგულავა: ფინანსთა მინისტრი ცრუობს
22:10 02.11.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს, პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილმა მერიას მოუწოდა, გარკვეული სოციალური შეღავათების დაფინანსება დაიბრუნონ.

როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში უგულავამ განაცხდა, ყველა სოციალური დახმარება, რომელიც წლების განმავლობაში თბილისელებს ჰქონდათ უნდა შენარჩუნდეს.

უგულავას თქმით, ფინანსთა მინისტრმა თავისი დაუფიქრებელი მოქმედებით, ახალ პრემიერ-მინისტრს ხელი მოაწერინა იმ დადგენილებაზე, რომელიც შეღავათების გაუქმებას ეხება.

თბილისის მერმა დღეს, აღნიშნულ საკითხზე ბიძინა ივანიშვილს წერილი მისწერა, სადაც ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

“თუ კონკრეტულად ფინანსთა მინისტრის ამოცანაა მერიის და პირადად ჩემი ლანძღვა, ეს პრობლემა არ არის. მთავარი პრობლემაა, რომ თბილისელები არ დარჩნენ იმ შეღავათების გარეშე, რითიც ეს წლები სარგებლობდნენ. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ კიდევ უფრო მეტი შეღავათი მიიღონ იმ ადამიანებმა, ვისაც დღეს უჭირს”,- განაცხადა უგულავამ.

ხადურის ბრალდებაზე, რომ გარკვეული თანხები ბიუჯეტიდან, არამიზნობრივად იხარჯებოდა და ზოგ შემთხვევაში ეს ხდებოდა წინასაარჩევნო აგიტატორებზე, უგულავამ განაცხდა, რომ ფინანსთა მინისტრი ცრუობს.

“ფინანსთა სამინისტრო პრემიერს ან შეგნებულად, ან შეუგნებლად აწვდის არასწორ ინფორმაციას, რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება და მოსახლეობას შეღავათები გაუუქმდა. ფინანსთა მინისტრი ცრუობს. მას თავისი ფუნქციები სამწუხაროდ ვერ გაუგია და იმედია მომავალში გაერკვევა”,- განაცხადა უგულავამ.

 

Internet.ge

 

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შს სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში ვიზიტის კადრებს ავრცელებს (VIDEO)1
ხაჩირაშვილი: ნუ დაგვავიწყდებათ, ეს ხალხის არჩევანია...2
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განცხადებას ავრცელებს3
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს4
საბურთალოს რამოდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X