GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლადო ბედუკაძე საქართველოში ბრუნდება
17:32 03.11.2012
დღის სიახლეები

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში ჩამოსვლას და სამართალდამცავებთან თანამშრომლობას გეგმავს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“–ს მოძრაობა „ჩემი საქართველოს“ ლიდერმა ელისო კილაძემ განუცხადა.

კილაძის თქმით, ბედუკაძემ პირადად მას სთხოვა დახმარება.

„მას შემდეგ რაც ლადო ბედუკაძის პოლიტიკური თავშესაფრის საკითხი გადაწყდება, ის   საქართველოში დაბრუნებას და  გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. მე ვიყავი პირი, ვისაც მან სთხოვა ოჯახის უსაფრთხოებაში დახმარება. თუ ლადო ბედუკაძე გადაწყვეტს, რომ მე უნდა გავავრცელო დამატებით რამე ინფორმაცია, პრობლემა არა მაქვს“,– განაცხადა კილაძემ.

„ინტერნეტ.ჯი“–ს ინფორმაციით, ბედუკაძის ოჯახი სამშობლოში პირველ ნოემბერს,  17:00 საათზე დაბრუნდა.

ისინი სტამბულიდან თბილისის აეროპორტში  ჩამოფრინდნენ. ბედუკაძის ოჯახს "ჩემი საქართველოს" ლიდერი ელისო კილაძე და ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი დახვდნენ.

„მას შემდეგ რაც ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა შეიცვალა, მე  ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან ერთად დავხვდი ლადო ბედუკაძის ოჯახს აეროპორტში. ლადო ბედუკაძემ ოჯახის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება თავად მიიღო“,– განაცხადა ეკლისო კილაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, მე-8-ე საპყრობილის მორიგე ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმართა წამებისა და ღირსების შელახვის კადრები გაავრცელა. იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იძებნება და ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული.

Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციებს იწყებს1
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 31 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს2
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს3
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამამ გაიმარჯვა4
ბაჩო ახალაია გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივრის საფუძველზე დააკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X