Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პარლამენტში მინისტრებს ელოდებიან
08:58 26.04.2012
დღის სიახლეები

დღეს, პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება, სადაც დეპუტატთა კითხვებს მთავრობის წევრები უპასუხებენ.

საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრ - ზურაბ ადეიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო - მერებიშვილს, სასჯელაღსრულების მინისტრ - ხათუნა კალმახელიძეს, კულტურის მინისტრ - ნიკოლოზ რურუასა და განათლების მინისტრ - დიმიტრი შაშკინს ელოდებიან.

ვინაიდან, სამთავრობო საათი ფრაქცია - „ერთობა სამართლიანობისთვის“ მოთხოვნით იმართება, ოპოზიციონერებმა მინისტრებს კითხვები უკვე გადაუგზავნეს.

სხდომაზე, რურუას თურქეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზეც მოუწევს საუბარი. ოპოზიციონერები ინტერესდებიან - რატომ არ გააცნო მინისტრმა თურქეთის სახელმწიფოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი საქართველოს პატრიარქს, საქართველოს პარლამენტსა და ქართულ საზოგადოებას.

რაც შეეხება კალმახელიძეს, მას საუბარი მძიმე სენით დაავადებული მსჯავრდებულების შესახებ მოუწევს.

ამას გარდა, დეპუტატთა კითხვებს სხვა მინისტრებიც უპასუხებენ, მაგრამ სხდომას ზურაბ ადეიშვილი დაესწრება თუ არა ამ ეტაპზე უცნობია.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ადეიშვილთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას, ის სამინისტროდან მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში სამთავრობო საათის გამართვა თვის ბოლოს, მხოლოდ ხუთშაბათს არის შესაძლებელი, ხოლო მინისტრებს კითხვები დეპუტატებმა წინასწარ უნდა გადაუგზავნონ.

Internet.ge  

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს1
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო2
ლარი ისევ უფასურდება3
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ4
სანტა კლაუსმა მაღაზია დააყაჩაღა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X