სარემონტო
სამუშაოების
გამო, დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
10-დან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: მთაწმინდის რაიონს, კერძოდ, რუსთაველის გამზირს (ნაწილობრივ), ქიაჩელის, ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე ვაკის რაიონის ნაწილს: ჭავჭავაძის გამზირს, თაყაიშვილის, კეკელიძისა და მიმდებარე
ქუჩებს.
ამავე დროის მონაკვეთში (10-დან 16:00 საათამდე)
ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდება: გლდანის რაიონის ნაწილს, კერძოდ, ლიბანის, ბარისახოს, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე
ქუჩების მაცხოვრებლებლებს, ასევე ისნისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს: ვახტანგ მეექვსის, ბაჩანას, წერეთლის, მესხიშვილის, ავლაბრის, ცოტნე დადიანის გამზირს (ნაწილობრივ), თოდრიას, ზეკარის, სანავარდოს, დარკვეთის, კიშინიოვის, ასურეთის, წერონისის, მირზაანის, ჟღენტის, მუხრანისა და მიმდებარე ქუჩებს.
სარემონტო
სამუშაოების
დასრულებისთანავე
აბონენტებს
ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
internet.ge