GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სანდრა რულოვსმა პალიატიური მზრუნველობის კლინიკაში პაციენტები მოინახულა
13:31 26.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, პალიატიური მზრუნველობის კლინიკა „ჰოსპისს" ესტუმრა, რომელიც 2004 წელს, ონკოპრევენციის ცენტრის მიერ დაფუძნდა.

ახლად აღჭურვილი კლინიკის დათვალიერებისა და პაციენტების მონახულების შემდეგ შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა საქართველოში პალიატიური მზრუნველობის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა საკანონმდებლო ბაზა, ადამიანური რესურსები, ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა, მედიკამენტებით მომარაგება, ასევე სადაზღვევო კომპანიების მიერ თავიანთ საბაზისო პაკეტებში პალიატიური მომსახურების ჩართვის მნიშვნელობა.

საქართველოში პალიატიური მზრუნველობის სამსახურების დაფუძნება და განვითარება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს პირველი ლედის - სანდრა ელისაბედ რულოვსის სახელს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაში ფუნქციონირებს მულტიდისციპლინური გუნდი (ექიმი, ექთანი, სოც. მუშაკი, ფსიქოლოგი პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად, სასულიერო პირი), რომელიც მართავს პაციენტისა და მისი ოჯახის ფიზიკურ, ფსიქო-ემოციურ, სოციალურ და სულიერ სფეროს, რითაც მიიღწევა მაქსიმალური ცხოვრების ხარისხი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ოჩიაური: განათლების ეროვნულ ცენტრს დეკანოიძე წარმატებით წარუძღვება1
კრიმინალური ქრონიკა2
პრემიერი ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლის დატოვებისკენ მოუწოდებს3
სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი იქნება4
ხინთიბა: აფხაზეთის აღიარებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტი გადაიჭრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X