GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბაზალეთზე სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა იწყება
16:18 26.04.2012
დღის სიახლეები

ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა  იწყება. დღეს ობიექტი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მოინახულეს. ისინი პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ და მშენებლობაზე დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრნენ.

ნარკოდამოკიდებულთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა მთავარი პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გადაწყდა და ის ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის ნაწილია. ცენტრის მშენებლობას ქ. თბილისის მერია აფინანსებს და მისი მიზანი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაცია და რესოციალიზაციაა. ადგილის შერჩევა და ცენტრის დაპროექტება მერიის არქიტექტორთა ჯგუფმა განახორციელა. სარეაბილიტაციო ცენტრის დაფინანსების მთავარი წყარო ნარკომომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმები იქნება.

ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების შესახებ საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული ვითარების კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა. კამპანიაში საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩაერთვენ. პროკურატურის ინიციატივები განიხილეს საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, მოგვიანებით მასში ქ. თბილისის მერია, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებიც ჩაერთვნენ. ნარკომანიის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის საწარმოებლად, იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საგრანტო კონკურსიც გამოაცხადა.

ნარკოტიკული ვითარების კვლევის შედეგების თანახმად, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა,  გასულ წელს 2010  წელთან  შედარებით, 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი, ნარკოდანაშაულის კლება 53,1% შეადგენს. მიუხედავად ამისა, სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს. კვლევამ ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვის შემცირებაც გამოავლინა. ნარკომომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფების ანალიზიდან კი გაირკვა, რომ მცირდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
სამომხმარებლო ფასების დონე 0.9 პროცენტით შემცირდა3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X