Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი მზად არის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ თანამდებობიდან გადადგეს
18:30 26.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარებს გაიყვანს, ის მზად არის ხელისუფლებიდან წასვლის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთს საქართველოს ხელისუფლების გამოცვლა იმის გამო უნდა, რომ მთავრობაში შემდგომ ისეთი ძალა მოიყვანონ, რომელიც ირიბად თუ პირდაპირ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას დააკანონებს.

„იმ ტყუილისთვის, რომ რუსეთის დღევანდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, კბილი ჩვენმა ხალხმა დიდი ხანია მოიცვალა, მაგრამ დღეს მათ თვითონ აღიარეს, რატომ უნდათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. დღევანდელმა მთავრობამ საქართველო აქცია ისეთი წარმატებული რეფორმების ქვეყნად, რომლის მიბაძვა რუსეთს კი შეუძლია, მაგრამ გამეორება ნამდვილად არა. წარამატებული საქართველო კი, მათი ყველაზე დიდი კოშმარია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ ასევე მზად არის მოიჭრას და გაუგზავნოს მისი სხეულის ის ნაწილი, რაზეც რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა ინტერესი.

„ჩემი პასუხი კი არის მარტივი თუ ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დაუბრუნონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი და გაიყვანონ თავისი ჯარები, დღესვე,  ეს იქნება მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი, მზად ვარ სადაც უნდა ჩავფრინდე და მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე. ასევე, მზად ვარ დამტებით მოვიჭრა და გავუგზავნო ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომელზეც მათ არაერთხელ გამოხატეს თავისი ინტერესი. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

internet.ge

ანტალიის სასტუმროში, დასასვენებლად ჩასული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
დღის ფოტო: ასე შეეგებნენ ვილნიუსის აეროპორტში უვიზოდ ჩასულ პირველ ქართველებს
სასამართლო ორთაჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს
საქართველოში, შესაძლოა, უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდეს
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს1
ფოტორეპორტაჟი: თბილისის იუსტიციის სახლი2
ფოტორეპორტაჟი: განახლებული რაბათის ციხე3
ფოტორეპორტაჟი: სააღდგომო სუფრა პრეზიდენტის სასახლეში4
ფოტორეპორტაჟი: მიხეილ სააკაშვილის კარ-მიდამო ყვარელში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X