GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სომხეთში არჩევნების წინასწარი მონაცემები შეაჯამეს
14:46 07.05.2012
დღის სიახლეები

სომხეთის საარჩევნო კომისიამ გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ „Интерфакс“-ი იტყობინება. წინასწარი მონაცემები 1773 საარჩევნო უბნიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად შეაჯამეს. ჯერ კიდევ უცნობია, როგორ გადანაწილდა მოსახლეობის ხმები დანარჩენ 109 უბანზე. საარჩევნო უბანზე გამოცხადების მაჩვენებელმა 62,33% შეადგინა.

საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, მომავალ პარლამენტში 5 პოლიტიკური პარტია და ერთი ბლოკი მოხვდება. მათ შორის ხმათა უმრავლესობით ლიდერობს სომხეთის მემარჯვენე რესპუბლიკელთა პარტია, რომელსაც სათავეში ქვეყნის პრეზიდენტი უდგას. მათ ხმათა 44,11% აქვთ მიღებული. მეორე ადგილს იკავებს პარტია „აღორძინებული სომხეთი“, რომლის ლიდერიც ცნობილი ოლიგარქი გარიკ ცარუკიანია. წინა არჩევნების შედეგად (2007 წელს), ეს პარტია რესპუბლიკელებთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობას შეადგენდა. თუმცა შემდგომ იგი გამოეყო რესპუბლიკელებს და ოპოზიციურ ფრაქციად ჩამოყალიბდა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „აღორძინებული სომხეთი“ ამჟამად ხმათა 30,14%-ს ფლობს.

სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად პარტია 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. საარჩევნო ბლოკებისთვის კი ეს ბარიერი 7%-ს შეადგენს. ამ დროისთვის, წინასწარი მონაცემებით, ახალ პარლამენტში ასევე მოხვდებიან პარტია „მემკვიდრეობა“ – 5,79%, „დაშნაკცუთიუნი“ – 5,71%, „კანონის ქვეყანა“ – 5,5%, და ოპოზიციური პოლიტიკური ბლოკი „სომხეთის ნაციონალური კონგრესი“ – 7,11%.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილის პარტიის ყრილობის გასაშუქებლად მისულ ოპერატორებს დაცვის სამსახური პრობლემებს უქმნის1
ხატია ბუნიათიშვილი წლის ვირტუოზად დაასახელეს2
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს3
პროდუსერი ლევან კორინთელი 40 წლის ასაკში გარდაიცავალა4
ბეშუმი სახალხო დღესასწაულს - „შუამთობას“ უმასპინძლებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X