GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კახი კალაძე ფეხბურთიდან მიდის
18:09 12.05.2012
დღის სიახლეები
კახი კალაძე ფეხბურთიდან მიდის, ამის შესახებ განცხადება, ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ “facebook”-ში საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ფეხბურთელმა თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

”დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან უნდა განვაცხადო 18–წლიანი კარიერის შემდეგ პროფეისონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ. მადლობა მინდა გადავუხადო "მილანის" და "ჯენოას" კლუბებს და მმართველებს, რომლებმაც მიმიღეს იტალიაში, ამ ორი გუნდის ყველა წევრს, ჩემს მეგობრებსა და ჩვენს უამრავ მოწინააღმდეგეს, რომლებთანაც მოგვიწია დაპირისპირებამ, რომელიც განმსჭვალული იყო მეგობრული შეჯიბრის სულით. ასევე ჟურნალისტებსა და ტელევიზიის წარმომადგენლებს. უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ. მეც, ჩემი მხრივ, ყოველთვის ვცდილობდი ბოლომდე დავხარჯულიყავი და ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი გუნდისათვის მოედანზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

ფეხბურთელის განცხადებით, დროა მან ადგილი ახალგზარდებს დაუთმოს.

“ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება აქ, იტალიაში გატარებული დროის შესახებ საოცარი და ბრწყინვალე მოგონებები. გადავწყვიტე წავიდე სპორტიდან, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა და ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი ითამაშა , დროა ადგილი დავუთმო ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა შეძლონ წინსვლა. გადავწყვიტე ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის მომავალი კეთილდღეობისათვის ვიბრძოლო”,- აცხადებს კალაძე.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნინო კალანდაძე არჩევნების რუსეთის ტერიტორიაზე გამართვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს1
ხაბაზი ოპონენტ პეტრე მამრაძეს “გარყვნილ” ადამიანს უწოდებს2
განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს3
The Washington Times: სააკაშვილი დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელია4
ზღულაძე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე 10 თვის ბარბარეს მკვლელობის დეტალებს არ ახმაურებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X