GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დედაქალაქში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
18:07 13.05.2012
დღის სიახლეები

დედაქალაქში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი თბილისის მასშტაბით მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს ორთაჭალაში, გულუას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე რთული ვითარება იყო. 

გზა უკვე გახსნილია, თუმცა სამუშაოები არ წყდება. მაშველები სახლებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ. 

დედაქალაქში სამაშველო სამსახური და სპეცტექნიკაა მობილიზებული. გზის გაწმენდითი და აღდგენითი, წყლის ამოტუმბვისა და სანიაღვრე არხების გასუფთავების სამუშაოები ქალაქის თითქმის ყველა უბანში მიმდინარეობს. 

მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს და მოძრაობა აღდგენილია ყველა მიმართულებით. შეზღუდვები რჩება მხოლოდ ორთაჭალაში, გულუას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

თბილისის სამაშველო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები დედაქალაქის ყველა უბანში ამ დრომდე მუშაობენ. ხდება ქუჩების ქვა-ღორღისგან გაწმენდა. 

მერიის ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურებში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაზიანებულ შენობებს და ადგილებს შეისწავლის. 

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ზარალი მიადგა თბილისს. ქალაქის მთავრობისგან დაზარალებული ოჯახები დახმარებას მიიღებენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილის შეფასებით, დევნილთა შეჭრის საკითხი რაღაც ჯგუფის მიერ ორგანიზებულს ჰგავს1
აღსრულების ბიურო შპს "ბურჯში" ახალი მესაკუთრისთვის ფართის გამოთავისუფლებას ახორციელებს2
90 წლის მამაკაცმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (VIDEO)3
მიხეილ სააკაშვილი: მომავალ წლებში ყურძნის ჩაბარების პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება4
წნორში გაზის აფეთქებისას ცოლ-ქმარი დაიწვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X