GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით ბაქრაძისა და თეოფილე III-ის საუბრის თარგმანი
15:13 28.03.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური, დავით ბაქრაძისა და იერუსალიმის პატრიარქის შეხვედრის ტრანსკრიპტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიერ იერუსალიმის პატრიარქ, თეოფილე მესამესთვის ბოდიშის მოხდის შესახებ, ბერძნული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამ შეხვედრის გაშიფრულ ტექსტს ავრცელებს. როგორც პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, მაკა გიგაური აცხადებს, აღნიშნული  მასალა ერთ საათიანი შეხვედრის მხოლოდ 12 წუთიანი მონაკვეთს მოიცავს.

მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, იერუსალიმის პატრიარქთან, თეოფილე მესამესთან ერთ საათიანი შეხვედრის განმავლობაში ჯვრის მონასტრის საკითხი არაერთხელ დასვა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე: “თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას ნამდვილად ვაფასებ. პირველ რიგში, მსურს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორეს მოკითხვა გადმოგცეთ. მე მას გამომგზავრებამდე სამი დღით ადრე შევხვდი და მან მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ის და ჩვენ საქართველოში თქვენს ვიზიტს ველით. თქვენ ნადმვილად პატივსაცემი და ღირსეული სტუმარი იქნებით. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმ კარგ ურთიერთობებს, რომელიც თქვენსა და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შორის არსებობს. ეს არის სხვადასხვა ეკლესიებს შორის ქრისტიანული, ძმური ურთიერთობის კარგი მაგალითი. რა თქმა უნდა, მე აქ საქართველოს სახელმწიფოს და არა ეკლესიას წარმოვადგენ, მაგრამ აღნიშნული ურთიერთობების განვითარებას მივესალმებით და გვჯერა, რომ ეს ურთიერთობები სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმ თბილ დამოკიდებულებას, რომელიც ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის მიმართ არაერთხელ გამოხატეთ.

თეოფილე მესამე: ჩვენ საქართველოს ეკლესიასთან კარგი ურთიერთობები გვაქვს. მე თქვენ წმინდა სინოდის წევრებთან წარგადგენთ.

დავით ბაქრაძე: მთელი დღე ქნესეთში, პოლიტიკურ დაწესებულებებში სტუმრობაში გავატარეთ. დღეს უკვე მოვინახულე ბევრი ადგილი, რომელიც თქვენს საპატრიარქოს ეკუთვნის. ბევრი ქართველისთვის ჯვრის მონასტერი ისტორიული, ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ადგილია. ამას აბსოლუტურად ვეთანხმები. ჩვენ ამ პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების თქვენთან შეთანხმება გვსურს. საინფორმაციო სააგენტოების მხრიდან არაერთი ინტერპრეტაცია მოვისმინეთ.   მჯერა, რომ ყველა ეს პროცესი მონასტერთან მიმართებაში თქვენი საკუთრების უფლებისადმი პატივისცემით წარიმართება. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ ქმედებას, რომელიც თქვენმა საპატრიარქომ უკანასკნელი სამასი წლის განმავლობაში აღნიშნული მონასტრის შენარჩუნებისთვის განახორციელა. ჩვენ ამ პროცესში ოფიციალური ისრაელის ჩართვაზე არ ვსაუბრობთ. ისრაელის მთავრობა მეგობრულადაა განწყობილი. ჩვენ მას მხოლოდ იმის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა დაიწყოს. აღნიშნული მონასტერი ჩვენს ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მას ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს. იმ კონსულტაციების განმავლობაში, რომელიც ისრაელის ხელისუფლებასთან ჩემი ვიზიტის ფარგლებში გავმართე (ქნესეთის სპიკერს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდი) მათ საქართველოს მიზნების შესახებ, ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების შესაძლებლობაზე ვესაუბრე, მაგრამ თქვენ მთავარი ფიგურა ბრძნადებით, ვისთანაც ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ. ჩვენ პატივს ვცემთ იერუსალიმის საპატრიარქოს, ჩვენს მეგობრებს ისრაელის მთავრობაში ამის შესახებ მხოლოდ ინფორმაცია მივაწოდეთ. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება, განსაკუთრებით რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო ისრაელში პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელებით არის დაკავებული. მათ ჩვენი საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია განახორციელეს. ამ პროცესში თქვენს როლსა და იმ კანონს, რომლის მიხედვითაც ეს მონასტერი თქვენს საპატრიარქოს ეკუთვნის, პატივს ვცემთ. ასე, რომ, ჯვრის მონასტრის საკითხთან დაკავშირებით თქვენი, ასევე საპატრიარქოს ძალიან მადლიერი ვართ.

თეოფილე მესამე: ძალიან დიდი მადლობა განმარტებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უახლოეს წარსულში ბევრ უადგილობას ვაწყდებოდით. ეს მგრძნობიარე საკითხი, როგორც თქვენ მას უწოდეთ, ჩვენ ელჩთან განვიხილეთ.   

შეხვედრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ იერუსალიმის პატრიარქს თანამედროვე ქართველი მხატვრის ნახატი აჩუქა, რისთვისაც თეოფილე მესამემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

Internet.ge

 

 

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს1
კოდორის ხეობაში რუსი ოკუპანტები უკონტაქტო ნაღმმძებნ - „Коршун“-ს ცდიან2
26 წლის ქალბატონი, რომელსაც პროკურორის მდივანი დაეჯახა, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა3
ქუთაისის მერად ბესიკ ბრეგაძე დაინიშნა4
დალი ხომერიკმა სერჟანტ ირაკლი კორძაიას მემორიალური დაფა გახსნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X