ეკა ტყეშელაშვილი: ოპოზიცია უპასუხისმგებლო განცხადებებით მარიონეტულ რეჟიმებს სალაპარაკოს აძლევს
სახელმწიფო მინისტრის რეინტეგარციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილის შეფასებით, სამწუხარო ფაქტია, რომ ოპოზიციური სპექტრი თავისი უპასუხისმგებლო განცხადებებით მარიონეტულ რეჟიმებს სალაპარაკოს აძლევს.
ამის შესახებ განცხადება, მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ტყეშელაშვილის განცხადებით, დასანანია, რომ ქვეყნის შიგნით ასეთი ფაქტები ხდება.
„ოპოზიციის წარმომადგენლები საფუძველს აძლევენ მარიონეტულ რეჟიმებს სათქმელად გამოიყენონ თავიანთი განცხადებები, თითქოს საქართველოში რაიმე უკანონობის ფარგლებში ხდებოდეს. რასაკვირველია, მსგავსი განცხადებები საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ სერიოზულად აღქმული არ არის“,- განაცხადა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებებია.
Internet.ge