GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მართვის მოწმობის გაცემის წესები იცვლება
13:33 22.05.2012
დღის სიახლეები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს ზუსტი რეგლამენტაციის მიზნით, საქართველოს მთავრობა ცვლილებებს ამზადებს.

როგორც ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა განუცხადა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს ზუსტი რეგლამენტაცია და მისი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან.

მისი თქმით, A კატეგორიის მართვის მოწმობა მოტოციკლეტზე გაიცემა, რომელიც ორ ნაწილად იყოფა. A 1 კატეგორია 17 წლის ასაკიდან გაიცემა და გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა.  

„ასეთი პირი მხოლოდ იმ მოტოციკლს მართავს, რომლის ძრავის მოცულობა 125 კუბურ სანტიმეტრს არ აღემატება, ხოლო მისი მაქსიმალური სიმლავრე - 11 კილოვატს. თუ პირი ორი წლის განმავლობაში, A 1 კატეგორიის მართვის მოწმობით სარგებლობს და დარღვევა არ აქვს, მას 21 წლის ასაკიდან A კატეგორიის მართვის მოწმობა მიეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, A კატეგორია 24 წლის ასაკიდან გაიცემა“, - განმარტავს ხუროშვილი.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სიახლეები ეხება კვადროციკლებისა და მოტორიზებული ტრიციკლების მართვის მოწმობებს და ცვლილებებით, ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე  - B 1  კატეგორია 16 წლის ასაკიდან გაიცემა, ასევე B 1 კატეგორიის მოწმობა გაიცემა ავტომობილების მართვაზე 17 წლის ასაკიდან, თუმცა  დროებითი მოწმობის სახით, ხოლო 18 წლის ასაკიდან მუდმივი სახით.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნარმანია: დაზიანებულმა, დაავადებულმა ხეებმა შემდგომ სხვა ჯანსაღი ხეები არ დააზიანოს1
მამაკაცმა სასტუმროს ნომერში თავი ჩამოიხრჩო2
ფოთსა და ზუგდიდში დევნილები კერძო საკუთრებაში შეიჭრნენ3
გოგა გრიგალაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა4
ვლადიმერ პუტინი ინტერნეტის გაკონტროლებას ცდილობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X