მთავრობის
საპარლამენტო
მდივნის,
გია ხუროშვილის ინფორმაციით, ცალკე იქნება ასევე მსუბუქი მისაბმელებით
ავტომანქანის
მართვის
უფლება
B e კატეგორიიის
მართვის
მოწმობაზე.
„მსუბუქი ავტომობილების მართავაზე B კატეგორიის მართვის მოწმობა 17 წლის ასაკიდან შეზღუდული ვადით გაიცემა, ხოლო 18 წლიდან მუდმივი სახით. მოძრაობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევაში, ასაკების გადახედვა ხდება. კერძოდ, დიდი ავტობუსის მართვაზე (იგულისხმება
16 ადგილიანი
ავტობუსი)
მართვის
მოწმობა
გაიცემა
21 წლის
ნაცვლად
24 წლიდან,
ხოლო
21 წლიდან
მართვის
მოწმობა
მიკრო
ავტობუსებზე
16 ადგილამდე
გაიცემა.
ამას
გარდა,
ასაკი
C და C e კატეგორიის მართვის მოწმობებზე იზრდება, რაც ითვალისწინებს
ნებისმიერი
წონის
სატვირთო
ავტომობილის
მართვას
ან აღნიშნული ავტომობილის ნებისმიერი წონის მისაბლემთან ერთად მართვას 21 წლის ასაკიდან, ნაცვლად 18 წლისა“, - აღნიშნავს მთავრობის საპარლამენტო
მდივანი ‘’ინტერნეტ.ჯი"- სთან
საუბარში.
ამას
გარდა,
მთავრობის
გადაწყვეტილებით,
ცვლილებებით,
P კატეგორიის
მართვის
მოწმობაზე,
ანუ ტრაქტორების მართვაზე, ასაკი მცირდება და ამ ტიპის ტრანსპორტისთვის
მართვის
მოწმობა
18 წლის
ნაცვლად
17 წელზე
გაიცემა.
ცვლილებებისა
და სიახლეების მიუხედავად, აღსანიშნავია,
რომ ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად აუცილებელია - როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება. თუმცა, პროექტი ითვალისწინებს
ზოგიერთი
კატეგორიის
მართვის
უფლების
ავტომატურად
მოპოვებას.
ხუროშვილის
მტკიცებით,
თუ ადამიანს C კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს, ის C 1 კატეგორიას ან C e 1 კატეგორიის მართვის მოწმობას ავტომატურად მოიპოვებს.
„უკვე მინიჭებული კატეგორიები თავის იურიდიულ ძალას ინარჩუნებენ. ასევე მოხდება ძველი მართვის მოწმობების შემთხვევაშიც, უბრალოდ, მართვის მოწმობის გამოცვლის შემთხვევაში, მოქალაქეები ახალი ფორმის მართვის მოწმომებებს მიიღებენ“, - აცხადებს ხუროშვილი.
internet.ge