GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული მალხაზ ბიჭინაშვილი კომატოზურ მდგომარეობაშია
18:33 22.05.2012
დღის სიახლეები

21 მაისის ღამეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული 33 წლის მალხაზ ბიჭინაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

მედიკოსების განცხადებით, ბიჭინაშვილი კვლავ კომაზოტურ მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოადგილე გელა არაბიძემ განუცხადა, ამ დროისთვის, ბიჭინაშვილს კვლავ მკურნალობის პროცესი უტარდება.

„ტრავმები არის სერიოზული. მრავლობითი მოტეხილომა აქვს ნეკნების - პნევმოთორაქსით, ასევე აღინიშნება თავის ქალას დახურული ტრავმა და ქალას ფუძის მოტეხილობა. მრავლობით დაზიანება აქვს, რომელსაც სამედიცინო ენაზე პოლიტრავმა ჰქვია. ავადმყოფი იმყოფება მართვით სუნთქვაზე დაკომატოზურ მდგომარეობაშია. თქმა იმისა, როგორი იქნება გამოსავალი, არასერიოზულია. ავადმყოფი წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფება კომაში და მართვით სუნთქვაზე. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. არსებობს დაზიანებები, რომელიც ცალ-ცალკა სიცოცხლისთვის საშიშია,“- განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“-ს არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 21 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. ლაგუნა ვერესთან ქვეითად მოსიარულე ორ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე მართავდა. რუხაძესთან ერთად ავტომობილში მისი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილიდან თამარ რუხაძე და ორი ჟურნალისტი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თამარ რუხაძე მანქანას აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ხსოვნის კვირეულის“ ფარგლებში საქველმოქმედო გამოფენა დღეს გაიმართება1
გლდანში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა2
გაყინული „ფრი“ კიბოს იწვევს3
მძარცველებმა გატაცებული ფული მანქანიდან გადმოყარეს (VIDEO)4
ბელორუსი თბილისში 3 ქულისთვის ჩამოვიდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X