იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის
სასწავლო ცენტრში თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტესტირება მიმდინარეობს.
შვიდასამდე კანდიდატი კონკურსს ორ ეტაპად გაივლის. უნარ-ჩვევებში გამოცდის
ჩაბარების შემდეგ, წარჩინებულ პრეტედენტებს გასაუბრება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც
თბილისის იუსტიციის სახლისათვის ორმოცდაათი თანამშრომელი შეირჩევა.
ღია და გამჭვირვალე კონკურსის შედეგად
თანამშრომელთა დანიშვნა იუსტიციის HR-პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ახალი თანამშრომლის შერჩევა ყველა
პოზიციაზე რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.
განცხადების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები სასურველ პოზიციაზე ტესტირების,
ჯგუფური და
ინდივიდუალური გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში ინიშნებიან.
გასულ 2011 წელს, იუსტიციის სამინისტროს უწყებებში გამოცხადებულ კონკურსებში
მონაწილეობის მიღების სურვილი 19 199 კანდიდატმა გამოთქვა, მათგან 467 - სხვადასხვა პოზიციაზე
დაინიშნა, 263-მა კი სამინისტროში სტაჟირება გაიარა.
დღეისათვის, იუსტიციის სამინისტროს
სამსახურებში ათი ვაკანსიაა გამოცხადებული, კონკურსში მონაწილოების მსურველებს
ინფორმაციის მოძიება იუსტიციის სმაინისტროს ოფიციალური ვებსაიტის - www.justice.gov.ge-ს
ვაკანსიების გვერდზე შეუძლიათ.
internet.ge