GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ირაკლი ალასანიამ ხობის პოლიციასთან აქცია გამართა
16:07 25.05.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ხობის პოლიციასთან აქცია გამართა.

„შევიკრიბეთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი შტაბის ხელმძღვანელს ხობში - მამუკა ქარდავას შეემთხვა. რამდენიმე ადამიანმა, მას ჩუმად, ლაჩრულად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს კონკრეტული პოლიტიკური დამოკიდებულება ადგილობრივი, ნაციონალური ხელისუფლების მიმართ. დღეს, ჩვენ ხობელებთან ერთად შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მოვუწოდოთ პოლიციას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს დანაშაული“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ხობში, პოლიციასთან გამართულ აქციაზე.

პოლიციის ინფორმაციით, პატრულირებისას, ხობის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ  მამუკა ქარდავა მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდი"-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAO-042 შეჯახებული იყო იქვე, რკინიგზის გადასარბენზე მდგარ მოსაცდელის ლითონის ბოძს.

როგორც შსს-ში აცხადებენ,  20 მაისს, ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრებისას, ქარდავამ განაცხადა, რომ მას მოუვიდა ავარია. ცემის შესახებ მას არაფერი უთქვამს.

თუმცა, იმავე დღეს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ალასანიას პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი სადაც „ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელი ჰყვება, რომ  მას მანქანაში ჩაუჯდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე ნიღბიანმა პირმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა დაადასტურა, რომ რუსეთში რევოლუცია მწიფდება1
მეცნიერები ლაბინკირის ტბის „მონსტრის“ პოვნას გეგმავენ2
აკაკი ბობოხიძე: დრო დაგვანახებს გოზალიშვილის დღევანდელი ნაბიჯი რამ განაპირობა3
დინამოს სტადიონზე ბერა ივანიშვილის კონცერტი გაიმართება4
ბიძინა ივანიშვილი მინისტრობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X