აღლუმში მონაწილე ქვეითი პირადი შემადგენლობის შემდეგ საზეიმო მსვლელობას
განაგრძობს შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და
საფრენი აპარატები.
აღლუმის საზეიმო
მსვლელობაში პირველად იღებენ მონაწილეობას მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძოლო
მანქანა „ლაზიკა“, უპილოტო საჰაერო
სისტემა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
აღნიშნული სამხედრო ტექნიკა
დამზადებულია საქართველოში. მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ქართული წარმოების
შეიარაღება თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური
ცენტრის „დელტას“ ბაზაზე შეიქმნა.
ტექნიკის მსვლელობა საქართველოში წარმოებული მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძლო მანქანა "ლაზიკით" დაიწყო.
internet.ge