GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გაერო სირიის მთავრობას კიცხავს
11:20 28.05.2012
დღის სიახლეები

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სირიაში მომხდარი მოვლენები განიხილა. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, გენერალმა რობერტ მუდმა, სხდომის მონაწილეებს ქვეყნის დასახლებული პუნქტებიდან სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღებული ძალების გამოყვანისკენ მოუწოდა.

განსხვავებული აზრი მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა გამოთქვა, რომელმაც უსაფრთხოების საბჭოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავება ურჩია:

ჩვენ სერიოზულად ვართ შეწუხებულნი და შეშფოთებულნი იმით, რაც სირიაში მოხდა. ეს მოვლენები დაწვრილებით უნდა იქნას შესწავლილი მანამ, სანამ უსაფრთხოების საბჭო რაიმე ქმედებას განახორციელებს, ან ისეთი რეაქცია ექნება, როგორიც ახლა აქვს, “ - განაცხადა ალექსანდრ პანკინმა.

პანკინმა ასევე დასძინა, რომ უცნობია ამ მოვლენათა მიზეზები, მით უმეტეს, რომ ჰულაში მოკლულთა შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც ჭრილობა თავში ახლო მანძილიდან სროლისგან მიიღო.

შეგახსენებთ, 26 მაისს, სირიის სოფელ ჰულაში მოსახლეობის დაცხრილვის შედეგად 116 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 30-ზე მეტი ბავშვი.

დამასკო უარყოფს მომხდარში სამხედრო პირების მონაწილეობას და ამ ტრაგედიის შემსწავლელი კომისიის შექმნის პირობას დებს. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრობაციის სასწავლო ცენტრში გრძლევადიანი პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო1
ბრაზილიაში 74 ათასი ოჯახი ევაკუირებულია2
ივანიშვილი: თუ არჩევნების შედეგებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიები აღიარებენ, კოალიცია მიღებულ შედეგს არ გააპროტესტებს3
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა4
საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში თერთმეტი მსჯავრდებული მონაწილეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X