GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ევროპის კვირეული 2012" იწყება
09:04 29.05.2012
დღის სიახლეები
ევროპის სახლის ინიციატივით დღეს, თბილისში, "ევროპის კვირეული - 2012" გაიმართება.

როგორც კვირეულის ორგანიზატორები აცხადებენ, ყოველწლიური ღონისძიების მიზანია, გააღრმავოს კავშირები საქართველოსა და ევროპას შორის კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით. წლევანდელი კვირეულის დისკუსიებისა და ლექციების გამაერთიანებელი თემაა სოციალური ტრანსფორმაცია.

ევროპის კვირეულის პრესკონფერენცია დღეს  13:00 საათზე, ევროპის სახლში გაიმართება.

როგორც კვირეულის ორგანიზატორები აღნიშნავენ, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი საინტერესო დისკუსია, ლექცია, გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია. ევროპის სახლი წელსაც უმასპინძლებს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელთაც საშუალება ექნებათ, ქართველ აუდიტორიას გაუზიარონ თავისი ხედვა და გამოცდილება საქართველოსა და ევროპისთვის აქტუალურ საკითხებზე.

მონაწილეთა შორის იქნებიან ფრანგი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, ბრიტანეთის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები, ცნობილი ფოტოგრაფები, ფილოსოფოსები, მწერლები, ამერიკული და ევროპული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რუსული ოპოზიციის წევრები და პუბლიცისტები, სირიელი, ეგვიპტელი და ტუნისელი აქტივისტები.

სტუმართა შორისაა ფრანგი ფილოსოფოსი ანდრე გლუქსმანი, მოძრაობის "სოლირადობა" აქტივისტი ილია იაშინი და პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი. სტუმართა შორის იქნებიან საერთაშორისო ჟურნალისტები, რომლებიც თანამშრომლობენ ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორიცაა: New York Times, The Economist, Sunday Express, Foregin Policy, The Independent და სხვა.

ტრადიციულად, ევროპის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება თბილისის ფოტოფესტივალი, წლევანდელი ფესტივალის პროგრამა შვიდ დიდ გამოფენას აერთიანებს, რომელებიც თანამედროვე ფოტოგრაფიის ყველა მიმართულებას მოიცავს, ფოტოჟურნალისტიკიდან კონცეფტუალურ ფოტოგრაფიამდე.

ამერიკელი ფოტოგრაფის, სტენლი გრინის "ჩეჩნეთის გზაზე", თანამედროვე ირანელი ქალი ფოტოგრაფების ჯგუფური გამოფენა, სირიაში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ამსახველი ექსპოზიცია, ჯგუფური გამოფენა "შავი ზღვის ფერები" (1960-2010) - თანამედროვე ფოტოგრაფიის ათი ცნობილი ფოტოგრაფის მონაწილეობით, მე-19 საუკუნის კავკასიური პორტრეტის გამოფენა, ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის, "დედა ენა" (2011-2012) დაბოლოს, 2 ივნისს, "ფოტოგრაფიის ღამე" - ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ.

კვირეული 4 ივნისის დასრულდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კობახიძე: ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ჩვენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან1
ფანჯიკიძე: ხელისუფლების წარმომადგენლები სიმართლის იმ ვერსიას ავრცელებენ, რომელიც მათთვისაა ხელსაყრელი2
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?3
თბილისში მოკლე ხაზიანი სამარშუტო ტაქსები გაძვირდა4
თურქეთის სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X