Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს
13:09 01.06.2012
დღის სიახლეები

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა მიღება დაიწყო, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

ლიცეუმში მიიღებიან:

ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების 17 წლამდე ასაკის  მოსწავლეები-ვაჟები, რომლებიც 2011-2012 სასწავლო წელს წარმატებით დაამთავრებენ საბაზო საფეხურს (ცხრა კლასი).

სწავლის პირობები:

-სწავლა წარიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით;

-სწავლა 3 წლიანია;

-სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები მიიღებენ სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერთიფიკატს;

-კადეტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, საცხოვრებელი ადგილით (ყაზარმა), სამედიცინო მომსახურებით, სამხედრო და სასპორტო ფორმებით და სრული სასწავლო აღჭურვილობით;

წარსადგენი საბუთები:

-მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება კადეტის მიღების შესახებ;

-პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 

-დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;

-ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);

-ცნობა საჯარო  სკოლიდან ზოგადი განათლების საბაზისო საფეხურის (9 კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ, თანდართული შეფასების ფურცლით;

- დახასიათება სკოლიდან;

-ავტობიოგრაფია;

-სურათი 3X4-ზე (2 ცალი);

მისაღები ტესტები:

- ზოგადი უნარების ტესტი (შესაბამისი საფეხური);

- ფიზიკური ტესტი;

- სამედიცინო შემოწმება;

ლიცეუმში ჩაირიცხება სამედიცინო კომისიის მიერ ჯანმრთელად ცნობილი და კონკურსში მაღალი რეიტინგის მაჩვენებლის მქონე 100 მოსწავლე. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის შეფასების ქულას.

საბუთების მიღება იწარმოებს 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:

ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის #51

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

ტელ: 0431 29 61 15; 0431 29 80 01; 577 19 94 56

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრემიერის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლვლევა დაიწყო1
ბოკერია და უგულავა პარტიას „ევროპული საქართველო“ უერთდებიან2
ჯონ კერის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში3
დევიდ პეტრეუსი: პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის4
ჩუგოშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკა არ ვიცი რითია გამოწვეული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X