GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ს უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია
14:37 05.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის  რეგიონული  სამმართველო "ბათუმი“-ს  ბაზას  ამერიკის შეერთებული  შტატების  უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია.

დელეგაცია სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზაზა გოგავამ და სასაზღვრო  პოლიციის  ოფიციალურმა  წარმომადგენლებმა მიიღეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება, კერძოდ, ამერიკელების დახმარებით  საპატრულო  კატარღებს  ჩაუტარდა  სრული  მოდერნიზაცია,  დაამონტაჟეს თანამედროვე  კავშირგაბმულობისა და  სანავიგაციო სისტემები, შესაბამისად  ხომალდი  დაიხვეწა  და  უფრო  მრავალფუნქციური გახდა. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოში რამდენიმე დიდი და წარმატებული პროექტი განხორციელდა.  მათგან აღსანიშნავია,  "საზღვრის დაცვისა და კანონგამტკიცების“ (GBSLE),  "ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების“ პროგრამები.

(GBSLE)–ის პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი სამმართველო  და საფუძველი ჩაეყარა სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განახლებას. ასევე,  ჩატარდა  სხვადასხვა სფეროში მესაზღვრეთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.

ამასთან, საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის 25 აგვისტოს, რეალიზების ფაზაში შევიდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც  ითვალისწინებს ახალი, გემთსარემონტო სახელოსნოს  მშენებლობის დაწყებას.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკო ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს1
ტუღუში: ასოციაციაა ეს და თანხა შემოდის...2
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება3
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს4
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X