GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პარლამენტმა, ოკუპირებულ აფხაზეთში, ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით, განცხადება მიიღო
15:04 30.03.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პარლამენტმა, ოკუპირებულ აფხაზეთში, ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით, განცხადება მიიღო.

საპროტესტო განცხადებას, დეპუტატებმა კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.

პარლამენტის მიერ შემუშავებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში - მოქვის, ბედიისა და სხვა ქართულ ტაძრებზე, მიმდინარე უკანონო სამუშაოებთან დაკავშირებით.

“აღნიშნული სამუშაოების გამო, შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ზიანი ადგება. მსგავსმა „რესტავრაციამ“ უკვე გამოიწვია - ქართული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლის, ილორის წმ. გიორგის მონასტრის დაზიანება და მასზე, ქართული კვალის წაშლა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული მხარე, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და აფხაზეთის მარიონეტულ მმართველობას კატეგორიულად  მოსთხოვოს - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, მიმდინარე უკანონო სამუშაოები შეწყდეს და რეგიონში, იუნესკოსა და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები დაუშვან“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი, ალექსანდრე ანქვაბი, ქართული კულტურული ძეგლებისთვის - ბედიის, მოქვისა და სხვა ტაძრებისთვის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გლდანის ციხესთან პატიმრების მშობლები იკრიბებიან1
მერკელის კორტეჟს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს2
იაპონიას არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს3
მამაკაცმა სასტუმროს ნომერში თავი ჩამოიხრჩო4
პატიმართა მშობლები ქსნის დაწესებულების დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X