მოსკოვში დღეს ოპოზიციის ორგანიზებით მორიგი „მილიონების
მარშია“ დაგეგმილი. აქციის მთავარი ლოზუნგი იქნება „პატიოსანი და ლეგიტიმური
ხელისუფლებისთვის“.
მოძრაობა მემარცხენე ფრონტის პრეს-სამსახურის ცნობით, აქციის
მონაწილეთა მოთხოვნაა, კომპლექსური პოლიტიკური რეფორმის გატარება, არჩევნების შესახებ კანონმდებლობის რეფორმირება
და 2012 წელს ვადამდელი საპარლამენტო, 2013 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნების
ჩატარება.
მსვლელობის ორგანიზატორები მოსკოვში რუსეთის 50-ზე მეტი
რეგიონის წარმომადგენლებს ელოდებიან.
დღესვე, მოსკოვში საზეიმოდ აღნიშნავენ „რუსეთის დღეს“. წითელ
მოედანზე კონცერტია დაგეგმილი.
ხელისუფლებამ სწორედ სადღესასწაულო ღონისძიებები მოიმიზეზა
და წესრიგის დასაცავად ქუჩაში 12 ათასი სამართალდამცველი გაიყვანა. ესენი არიან
შინაგანი ჯარებისა და მოხალისეთა რაზმები.
Internet.ge