ეროვნული კომისია: სატელევიზიო სიგნალის დახურვა ე.წ. სკრემბლერების გამოყენებით არის შესაძლებელი
კომუნიკაციების
ეროვნულმა
კომისიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტისგან ‘’სტერეო+"-ის
შესახებ განმეორებითი ტექნიკური დასკვნა მოითხოვა.
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიღებული პასუხის თანახმად, სატელევიზიო სიგნალის დახურვა ანუ მისი კრიპტოდაცვა ე.წ. სკრემბლერების გამოყენებით არის შესაძლებელი, რომელთა ტექნიკური რეალიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ შპს „სტერეო+“–ის ხელმძღვანელი, დავით ზილფიმიანი
აცხადებდა, რომ „სტერეო+“–ის მიზანი არ იყო ტელეკომპანია „მე-9 არხის“ სიგნალის
ღია ეთერით გავრცელება და ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე რადიოხაზებით
მომსახურების განხორციელების თანმდევი აღმოუფხვრელი მოვლენა იყო.
internet.ge