უახლოეს
დღეებში, “ქართული ოცნება” ტენდერს გამოაცხადებს სამი მიმართულებით – პოლიგრაფიული მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურება, სარეკლამო მომსახურება.
ტენდერში
მონაწილეობის
მიღება შეეძლება საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ სტრუქტურას.
აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა კოალიციის ოფისში გამართულ
ბრიფინგზე გააკეთა.
„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ვერ გაბედონ კომპანიებმა ჩვენი
მომსახურება, ან თუ გაბედეს, ისინი მკაცრად ისჯებიან“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
პრესსპიკერი ირწმუნება, რომ შესაბამისი მომსახურებისთვის კომპანიები
კოალიციას ან საბაზრო ფასებზე მეტს ეუბნებიან ან პირდაპირ უარს აცხადებენ
თანამშრომლობაზე.
Internet.ge