GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროკურატურის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ
13:51 22.06.2012
დღის სიახლეები

დღეს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ინიციატივით, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება, რომელშიც საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის იმ ორგანიზაციების წარდგენას, სადაც სოციოლოგები მომავალში დასაქმებას შეძლებენ.

მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის" პროგრამა გააცნეს.  კერძოდ, აუხსნეს ამ სამსახურის ფუნქციები და მიზნები, ერთწლიანი მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმები. შეხვედრას ის სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც უკვე გაიარეს სასწავლო პრაქტიკა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურში. მათ მომავალ ბენეფიციარებს სამთვიანი მუშაობის შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

მრგვალი მაგიდის გარდა, დაზარალებულის კვირეულის ფარგლებში სხვა არაერთი ღონისძიება გაიმართა. ორშაბათს, 18 ივნისსს, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, ბათუმში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა, რომელიც დაზარალებულის ინტერესების დაცვას მიეძღვნა, ჩატარდა „მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის" კვლევის პრეზენტაცია, გაიმართა  მრგვალი მაგიდა თბილისის პროკურატურაში და სხვ.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი საქართველოს პროკურატურის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას უზრუნველყოს მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობა, მიაწოდოს მათ დეტალური ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ეს სამსახური 2011 წლის აგვისტოდან ამოქმედდა, თავდაპირველად ის პილოტურ რეჟიმში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედებდა. წელს მისი არეალი გაფართოვდა - პროგრამამ თელავი, ზუგდიდი და გორიც მოიცვა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არჩევნების შედეგების მიხედვით უკრაინის რადაში 5 პოლიტიკური პარტია მოხვდება1
გაფიცულ მაღაროელებს ხელფასებს 10%-ით გაუზრდიან2
"ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრების წამების ფაქტებზე დამნაშავეების დასჯას ითხოვს3
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინდოელი პროფესორი ლექციას ჩაატარებს4
მიხეილ სააკაშვილი: მთავრობა ფოთის აღმშენებლობით დაკავდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X