GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საიამ და სახალხო დამცველმა წამების მსხვერპლთა დაცვის დღე ერთობლივად აღნიშნეს
15:34 26.06.2012
დღის სიახლეები

წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

გიორგი ტუღუშმა და თამარ ჩუგოშვილმა, დიღმის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორებს პოსტერები და ბროშურები გადასცეს.

„აღნიშნული ბროშურები და პოსტერები, ხელს შეუწყობს თავისუფლებააღკვეთილ პირთა ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ, რაც თავის მხრივ გარკვეულ როლს შეასრულებს არასათანადო მოპყობისა და წამების პრევენციის კუთხით. პოსტერები და ბროშურები ხელს შეუწყობს დაწესებულების თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებასა და ამაღლებასაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის“,- აცხადებენ საიაში.

პოსტერები და ბროშურები, რომლებიც მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის “პატიმართა უფლებების გაუმჯობესება-ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში, განკუთვნილია როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთათვის. ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ეროვნული უმცირესობების გათვალისწინებით, პოსტერები და ბროშურები მომზადდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

აღნიშნული პოსტერები და ბროშურები საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ზაფხულის მონიტორინგის დროს გადაეცემათ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მერვე საპყრობილედან 100 მსჯავრდებული ქსნის მე-15 დაწესებულებაში გადაიყვანეს1
„თავისუფალი საქართველო“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას განაგრძობს2
აუქციონზე გატანილი ივანიშვილის ქონების ბედი დღეს გაირკვევა3
საიამ და სახალხო დამცველმა წამების მსხვერპლთა დაცვის დღე ერთობლივად აღნიშნეს4
ყვარელში 19 წლის ბიჭი ტბაში დაიხრჩო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X