GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გამოკითხულთა 77% საქართველოს პროკურატურის ნარკოპოლიტიკას მხარს უჭერს
16:54 26.06.2012
დღის სიახლეები

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად,  ქუთაისში ველომარათონი გაიმართა.

სპორტულ ასპარეზობაში სტუდენტები,  არასრულწლოვნები,  პრობაციონერები და ქუთაისი რაიონული პროკურატურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

მსვლელობა აღმაშენებლის მოედანზე დაიწყო და ქუთაისის იუსტიციის სახლში დასრულდა. ღონისძიების მონაწილეებისათვის ასპარეზობის დასრულების შემდეგ ანტინარკოტიკულ თემაზე შექმნილი ფილმის ჩვენება  და მისი განხილვა მოეწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წელს ჩატარებული ნარკოტიკული დანაშაულის კვლევის თანახმად,  სამართალდამცველთა ეფექტიანი მუშაობის შედეგად, ამ ტიპის დანაშაულის რაოდენობა გასულ წელს 32%-ით შემცირდა, შავ ბაზარზე იკლო ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" უკანონო ბრუნვამაც. ნარკომომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფების ანალიზიდან კი გაირკვა, რომ მცირდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა. მიუხედავად ამისა, სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს, 77% კი მხარს უჭერს საქართველოს პროკურატურის ნარკოპოლიტიკას.

ნარკოდანაშაულთან მიმართებაში პროკურატურა წელს ახალი ინიცატივით გამოვიდა, რომელსაც უწყება ნარკოტიკების მომხმარებელთა რეაბილიტაციისათვის განახორციელებს. უკვე დაწყებულია სარებილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბაზალეთში.  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  აპარატურით აღჭურვილი შენობა 50 ადამიანს მოემსახურება. ნარკომომხმარებელთა რესოციალიზაციაზე კი პროფესიონალები - ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ნარკოლოგები და სოციალური მუშაკები იზრუნებენ.

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 26 ივნისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1987 წლიდან აღინიშნება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა1
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს2
ბოტოქსი დედებს ბავშვების აღზრდაში ხელს უშლის3
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება4
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა საკრებულოსთნ კარვების გაშლა სცადეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X