GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პარლამენტმა ე.წ. Must Carry–ის პრინციპთან დაკავშირებით კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა
16:41 28.06.2012
დღის სიახლეები

ე.წ. Must Carry–ის პრინციპთან დაკავშირებით, მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა, 81 მომხრე ხმით, პირველი მოსმენით დაამტკიცა.

მეორე მოსმენით ცვლილებებს დღეს, იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, ხოლო ხვალ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პროექტს მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შედის, რომლის მიხედვით,  საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში.

პროექტით, აღნიშნული პუნქტის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. კერძოდ, ამ შემთხვევაში, მაუწყებელს ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშვება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის შემოღების ინიციატივით, კამპანია „ეს შენ გეხება“ გამოვიდა. საკითხზე თავდაპირველად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონსულტაციები პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილთან გამართეს, თუმცა უმრავლესობამ პროექტი არ მოიწონა, იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა. პარლამენტის უარის შემდეგ, კამპანიამ Must Carry–ის პრინციპთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ინიცირების მიზნით, მოსახლეობაში 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მოგვიანებით, დავით ბაქრაძე  ინიციატივით გამოვიდა, რომ ამ პრინციპს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ემოქმედა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციამ „ქართული ოცნების“ ღობის დაზიანების ფაქტზე დავით ხაჩატურიანი დააკავა1
ავტოავარიის შედეგად 10 წლის გოგონა გარდაიცვალა2
ცესკოს ბოლო მონაცემებით გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატები3
პატიმართა წამების ფაქტზე 10 პირია დაკავებული4
მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X