GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სილვესტერ სტალონეს შვილის სიკვდილში ადანაშაულებენ
16:55 17.07.2012
დღის სიახლეები

სილვესტერ სტალონეს მისი დეიდაშვილები შვილის სიკვდილში სდებენ ბრალს, რომელიც 14 ივლისს გარდაიცვალა.

„როკის“ სუპერვარსკვლავის დეიდაშვილი აცხადებს, რომ სტალონე ვერ იტანდა თავის შვილს და უარს ამბობდა მასთან კონტაქტზე, სეიჯი კი სწორედ ამის გამო დარდმა და მარტოსულობამ მოკლა.

„მას არ ადარდებდა თავისი შვილი! ჩვენი ოჯახის გარდა, ვერავინ ხედავდა, როგორ წუხდა სეიჯი მამის უყურადღებობის გამო,“ - აღნიშნა გარდაცვლილის ბიძაშვილმა ედ ფილიტიმ.

ახლობელთა განცხადებით, სეიჯისთვის ბოლო დარტყმა სილვესტერ სტალონეს მხრიდან მასთან კონტაქტზე უარის თქმა იყო: როდესაც 6 ივლისს მან მამას დაბადების დღის მისალოცად დაურეკა, ამ უკანასკნელმა ტელეფონს არც უპასუხა.

შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სილვესტერ სტალონემ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა, არ მოეხდინათ ამ თემით სპეკულირება: „ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. გთხოვთ, გაიგოთ ჩემი ემოციები და საშუალება მოგვცეთ, გადავიტანოთ ეს ტრაგედია საჯარო განხილვების გარეშე,“ - აღნიშნა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ სეიჯი სტალონე კვირას, ლოს-ანჯელესში, საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი. ექიმების თქმით, იგი აკრძალული ნივთიერებების გადაჭარბებულმა დოზამ იმსხვერპლა.

 

Internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სილვესტერ სტალონეს შვილის სიკვდილში ადანაშაულებენ1
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?2
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ3
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები4
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X