ავღანელ
ჯარისკაცს, რომელსაც ბრალი ედება ოთხი ფრანგი ჯარისკაცის განზრახ მკვლელობაში,
სიკვდილით დასჯიან. ჯარისკაცმა, რომელსაც ავღანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით
ჩამოახრჩობენ, 20 იანვარს, ერთობლივი წვრთნის დროს 4 ჯარისკაცი მოკლა და 14 დაჭრა.
ინციდენტის
გამო გაძლიერებული ზეწოლის შედეგად საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი,
იძულებული გახდა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაეჩქარებინა.
აღნიშნულ
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, სადაც
აღნიშნულია, რომ ავღანეთი იბრძვის მშვიდობისათვის და ყველა ადამიანი, რომელიც ასეთ
ქმედებას განახორციელებს, ავღანეთის მიზნებს ხელს შეუშლის. „ეს ფაქტი
გვემახსოვრება ყოველთვის და არასოდეს დაგვავიწყდება“, – დასძინა მან.
Internet.ge