სამხრეთ კორეული წყაროები არ გამორიცხავენ,
რომ თავდაცვის მინისტრი ლი ენ ხო მსხვერპლი გახდა იმ ურთიერთსროლებისა, რომელიც
მის გადაყენებას მოჰყვა.
სამხრეთკორეული დაზვრევის
მონაცემებზე დაყრდნობით ამ სისხლიანი დაპირისპირებას 30-მდე სამხედრო მოსამსახურე
დაიღუპა.
ინცინდენტი მაშინ მოხდა, როცა
ვიცე-მარშალი ჩხვე რენ ხე გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან
დაკავშირებით კიმ ჩენ ინის ბრძანებას ასრულებდა და მის დაკავებას შეეცადა.
მინისტრის დაცვამ შეფის ჩაბარებაზე უარი თქვა და ცეცხლი გახსნა.
ლი ენ ხოს ლიკვიდაციის ან დაჭრის
შესახებ სამხრეთკორეული დაზვერვის ვარაუდი იმასაც ემყარება, რომ ამ ინცინდენტის
შემდეგ მინისტრი საჯაროდ არარსად გამოჩენილა.
Internet.ge