GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: თელავი უნდა გახდეს სანიმუშო ქალაქი და გვირგვინი ქართული აღმშენებლობის
14:21 26.07.2012
დღის სიახლეები

თელავში მიმდინარე სამუშაოები დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ალაზნისველის გამზირზე მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.

ქვეყნის პირველი პირი თელავში თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების საქალაქო სამსახურები აქტიურად არის ჩართული.

„ყველა სახლი გადაიხურება. მე დღეს აქ მოვიყვანე თბილისის მერი, რომლის ინიციატივითაც გაკეთდა არა მხოლოდ ეს სკვერი. იცით, რომ სტიქიის პირველი დღიდან თელავში ჩამოვიდნენ თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომელიც წმინდავდნენ აქაურობას, ჩამოვიდნენ შეიარაღებული ჯარების ძირითადი შემადგენლობა და ყველა სამსახურები და ყველა რეგიონის წარმომადგენლები. ეს არის საერთო ქართული აღდგენის პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ დაწყებულა მარტო ამ სტიქიის გამო, თუმცა ამან მოგვცა დიდი სტიმული და არ გაჩერდება არც სტიქიის ლიკვიდაციით“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა ყველა დაზარალებულს შეხვდება.

„კახეთში ჯერ კიდევ სახლების მესამედში არ მისულან, მაგრამ ყველგან მივალთ და ყველა დაზარალებულს შევხვდებით. აქ ერთმა ქალბატონმა მითხრა სკვერების კეთების დრო არ არის, მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, დღეს ყველაფრის დროა. თელავი უნდა გახდეს სანიმუშო ქალაქი და გვირგვინი საერთო აღმშენებლობისა“,- განაცხადა სააკაშვილმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ონიშენკო: რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებას არ გამოვრიცხავ1
ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 13 აგვისტოსთვის3
აღმზრდელმა 13 წლის გოგონას ცემის დროს თავის ქალა გაუტეხა4
პოლიციამ სოციალური ქსელით თაღლითობაში ეჭვმიტანილი დააკავა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X