GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ამერიკელი სენატორი ლაბორატორიის გახსნაზე ქართველი გმირების საპატივცემულოდ სამკერდე ნიშნით მივიდა
13:39 12.08.2012
დღის სიახლეები
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ საცნობარო ლაბორატორიას ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელი მიენიჭა.

ცერემონია აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ახალ ლაბორატორიასთან გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და რიჩარდ ლუგარი ესწრებოდნენ.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ესაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდა.

ქვეყნის პირველმა პირმა ამერიკელ სენატორს მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არა მხოლოდ ამერიკელებისთვის, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი პიროვნებაა.

"მინდა სენატორ ლუგარს დიდი მადლობა გადავუხადო. მას ჩვენი დაღუპული მებრძოლების ხსოვნის საპატივცემულოდ დღეს სამკერდე ნიშანი უკეთია. ის ამერიკისთვის მართლაც დიდი ამერიკელი მოღვაწეა და მართლაც მნიშვნელოვანი პიროვნებაა ამერიკელებისთვის და უკვე საქართველოსთვის", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს დიდგორის ველზეც იმყოფებოდა, სადაც დილიდან საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა დიდგორობის დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და იმ 5 მთავარ პრინციპზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე თქმით, საქართველოსთვის აქტუალური იყო დავით აღმაშენებლის დროსაც და როგორც არასდროს აქტუალურია დღესაც - ერთიანობა, თავისუფლების მოყვარეობა და შეუპოვრობა, აღმშენებლობა, რეფორმები და გამარჯვება, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა მოიპოვოს ქვეყანამ.

დიდგორის ველზე დილიდან არის გამოტანილი რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის სტენდები, გამოფენილია ხალხური რეწვისა და ხელოვნების ნიმუშები. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები. დიდგორობა საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პირობით ვადამდე 30 მსჯავრდებული გათავისუფლდა1
მერაბიშვილის განცხადებით საქართველოში სასოფლო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება2
ჰილარი კლინტონმა რეკორდი დაამყარა3
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოსახლეობის 75% აპირებს4
მიხეილ სააკაშვილმა ახლადგაჩენილი ოთხი ტყუპი მოინახულა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X