ნორვეგიის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი ბრეივიკის საქმეზე მომუშავე დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა გახდა.
ჩატარებული კვლევის საფუძველზე ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იმ შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახურს უფრო ოპერატიულად რომ ემოქმედა, მათ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ ტერორისტის თავდასხმა ახალგაზრდულ ბანაკზე.
როგორც აღმოჩნდა, პოლიციის უფროსი დასკვნის შედეგებს დაეთანხმა. ოსლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრეივიკის საქმესთან დაკავშირებული მასალები 60 წლით გრიფით საიდუმლო გახდება, რადგან ვიდეოჩანაწერის ჩვენებას, მოსამართლის აზრით, მაყურებლის ტრავმირება შეუძლია.
საბოლოო განაჩენს ბრეივიკის საქმესთან დაკავშირებით 24 აგვისტოს გამოიტანენ, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგებიც.
internet.ge