GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ
10:15 18.08.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სამინისტროში სტაჟირების საერთაშორისო  პროგრამა დასრულდა. პრინსტონის, ემორის, ლაიდენის, ფრიბურგის, ნიუ იორკის, ასევე ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებმაც იუსტიციის სამინისტროს სხავადასხვა დეპარტამენტში ერთთვიანი პრაქტიკა გაიარეს, სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.

ევროპისა და ამერიკის 10 წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტები კონკურსისა და ონლაინ ინტერვიუების საფუძველზე შეირჩნენ. ყველაზე მოტივირებულმა და აქტიურმა ახალგაზრდებმა  საქართველოში სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმები შეისწავლეს. მათთვის ყველაზე საინტერესო კორუფციისა და კრიმონალის  წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე – სახელმწიფო მომსახურების სფეროში განხორციელებული სიახლეები აღმოჩნდა.

ერთთვიანი პრაქტიკის ფარგლებში უცხოელმა სტუდენტებმა ბათუმის იუსტიციის სახლიც დაათვალიერეს. აქ მათ საშუალება მიეცათ, საკუთარი თვალით ენეხათ, თუ როგორ განხორციელდა მსოფლიოში ანალოგის არმქონე პროექტი, სახელმწიფო სერვისების ყველაზე მასშტაბური გაერთიანება – იუსტიციის სახლები, გაეცნენ მის კონცეფციას და მომსახურების სტანდარტებს. პროგრამის ფარგლებში სტაჟორები, იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა  სამთავრობო უწყებებსაც ეწვივნენ, დაათვალიერეს საქართველოს კუთხეები და გაეცნენ ქართულ კულტურას.

პროგრამის დასასრულს სტუდენტებმა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს. მათი თქმით, საქართველოში სტაჟირებისას მიღებული გამოცდილება სრულიად განსაკუთრებული აღმოჩნდა, როგორც თეორიული ცოდნის, ისე – პრაქტიკული მუშაობისათვის საჭირო კონკრეტული უნარ-ჩვევების შესაძენად. ახალგაზრდებმა იმედი გამოთქვეს, რომ ამგავრი გამოცდილების მიღების საშუალებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ არაერთ მათ თანატოლს მისცემს, საერთაშორისო სტაჟირების  პროგრამა გაგრძელდება და მასში უფრო მეტი უცხოელი ახალგაზრდა ჩაერთვება.

საკუთარ უნივერსიტეტებში დაბრუნების შემდგომ, სტუდენტები საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ სტატიებს მოამზადებენ, რაც  კიდევ უფრო გაზრდის უცხოელი ახალგაზრდების ინტერესს საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ, აამაღლებს ქვეყნის ცნობადობას ევროპისა და ამერიკის სტუდენტებს  შორის.

საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა საქართველოში წელს პირველად განხორციელდა. სამომავლოდ იუსტიციის სამინისტრო პროგრამის გაფართოებას გეგმავს – ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით გამყრელიძე გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს1
უკრაინის პატრიარქმა პრეზიდენტს ტიმოშენკოს შეწყალება სთხოვა2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 11 ივნისისთვის3
კოლხეთის დაცული ტერიტორიის შემცირება ფოთი-ანაკლიის მაგისტრალის მშენებლობას უკავშირდება4
რუსთავის ციხესთან პატიმრის დედა შიმშილობას განაგრძობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X