GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იუსტიციის სახლის თამაშის გამარჯვებული გამოვლინდა
13:34 21.08.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სახლის თამაში „JustGame" დასრულდა. მესამე, ფინალური ეტაპის გამარჯვებულებს დღეს რუსთავის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა. გიორგი კოჭლამაზაშვილს,  გიორგი ღიბრაძეს და  მინდია ჩუბინიძეს იუსტიციის სახლის პრიზები - MacBook-ის კომპაქტური ნოუთბუქები და ID ბარათის წამკითხველები გადაეცათ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლის თამაშში გამარჯვების მოპოვებას ორი თვის მანძილზე 5.000-ამდე მომხმარებელი ცდილობდა. დასკვნით ტურში მათ სხვადასხვა სირთულის ინტელექტუალური ამოცანების გადაჭრა დასჭირდათ. იუსტიციის სახლის თამაში მონაწილეებს სთავაზობდა კითხვებს ოთხ სავარაუდო პასუხთან ერთად, საიდანაც გამარჯვების მსურველებს ქულების დასაგროვებლად სწორი პასუხი უნდა შეერჩიათ.

„JustGame"-ის პირველი ეტაპი გეოგრაფიული ხასიათის იყო, მის მონაწილეებს საქართველოს რუკაზე ამა თუ იმ ობიექტის მდებარეობა უნდა გამოეცნოთ. სამი კვირის განმავლობაში მასში მონაწილეობა 2500-მდე პირმა მიიღო. თამაშის მეორე ეტაპზე, რომელიც დაფარული სიტყვის ამოცნობას გულისხმობდა, 5 კვირის განმავლობაში 2 870 მოთამაშე იყო ჩაბმული. 

თამაშის მიზანი იუსტიციის სახლის, როგორც ბრენდის მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება და იუსტიციის სამინისტროს პროდუქტების პოპულარიზაციაა. მსგავსი სახალისო და ინტელექტუალური თამაშების შეთავაზება მომხმარებლებისათვის მომვალშიც იგეგმება.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც მოქალაქეებს 250-ზე მეტ სერვისს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს. იუსტიციის სახლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია - სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებულ ნომინაციაში ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამარჯვებული გახდა. სულ ახლახანს კი იუსტიციის სახლი, როგორც ყველაზე ინოვაციური პროექტი, ინგლისის ლორდთა პალატაში დისკუსიის მთავარი თემა გახდა, მას სერვისების მიწოდების სფეროში განხორციელებული სასწაული უწოდეს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება3
„თბილისობა 2012“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება4
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X