სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილი უკვე პანიკაში ჩააგდო. უკვე არიან დაზარალებულები. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას, ოფიციალურად, ევაკუაციის შესახებ ბრძანება ჯერ
არ გაუცია.
ტაიფუნის მოახლოებამ სატრანსპორტო კომუნიკაციების პარალიზება მოახდინა ოკინავასა და
გარე სამყაროს შორის. მთავარმა აეროპორტმა ფრენები შეჩერა. არ მუშაობს არც შიდა სარკინიგზო ტრანსპორტი.
‘’bოლავენი" ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ტაიფუნად ითვლება. მის შესახებ შესაბამისმა სამსახურებმა პროგნოზი რამდენიმე დღის წინ გააკეთეს.
ამ
დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე წამში 70 მეტრია, ტალღების სიმაღლე კი 10 მეტრს აღემატება.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მოგვიანებით შტორმი ხაბაროვსკის რაიონსაც დაატყდება თავს.
internet.ge