GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილმა რუსთავში სამრეწველო ობიექტები დაათვალიერა
10:02 28.08.2012
დღის სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქალაქ რუსთავში ჩავიდა, სადაც მომდევნო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე სამრეწველო ობიექტს დაათვალიერებს.

თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზოტოვანი სასუქების ერთადერთ მწარმოებელ, ქიმიურ საწარმო „აზოტ"-ს ესტუმრა. ქარხნის წარმომადგენლებმა ვანო მერაბიშვილს გააცნეს საწარმოო პროცესი და საწარმოს გაფართოების გეგმები, რის შედეგადაც „აზოტი"-ს წარმადობა გაორმაგდება. პრემიერ-მინისტრი საწარმოში არსებული სამუშაო პირობებითაც დაინტერესდა. ქარხანაში ამჟამად 2335 ადამიანი არის დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი 850 ლარს შეადგენს. კომპანიას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ამერიკისა და ევროპის ათამდე ქვეყანაში გააქვს.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი შპს „ვაგონმშენებელ კომპანია"-ს ესტუმრა და საწარმოო პროცესი დაათვალიერა. ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ქარხნის მიერ გამოშვებული ვაგონები თითქმის მთლიანად ქართული წარმოების დეტალებისგან არის დამზადებული და მათი აწყობაც ადგილზევე ხდება. საწარმოში ამჟამად 650 ადამიანი არის დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი 700 ლარს შეადგენს. კომპანია ახორციელებს ყველა სახის სატვირთო და სამგზავრო ვაგონის კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთებას, ამზადებს ნავთობგადასაზიდ ციხტერნებს და უახლოეს მომავალში კონტეინერმზიდების დამზადებას დაიწყებს. კომპანიის ძირითადი დამკვეთები არიან საქართველოს და სომხეთის რკინიგზა და უკრაინის კერძო კომპანიები.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს1
ვანო მერაბიშვილმა რუსთავში სამრეწველო ობიექტები დაათვალიერა2
ნოტარიუსთან ვიზიტის დაგეგმვა ინტერნეტითაც შესაძლებელია3
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?4
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X