GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
10:51 07.11.2012
ბიძინა ივანიშვილი ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმაურება
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დასაკავებლად სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.
10:39 07.11.2012
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, თავდაცვის სამინისტროს შენობაში, თეა წულუკიანმა დააკავა
თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი - გიორგი კალანდაძე პირადად იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დააკავა.
10:27 07.11.2012
ბაჩო ახალაიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ
ამ დროისთვის ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შს ყოფილი მინისტრი იზოლატორში პროკურატურის მიერ ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ, დაახლოებით 01:00 საათზე მოათავსეს.
10:19 07.11.2012
პროკურატურა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებებს გაასაჯაროებს
კბილაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, ბაჩო ახლაიამ გაერთიანებული შტაბის უფროსთან - გიორგი კალანდაძესთან და ზურაბ შამათავასთან ერთად, მინისტრის კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ერთ-ერთ მათგანს კი ახალაიამ დანის ტარი ჩაარტყა.
10:06 07.11.2012
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია
გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
10:04 07.11.2012
პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შესულია. ბიუჯეტს ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა აქვს.
10:01 07.11.2012
"იმედი" დღეს ეთერში თოქ-შოუ - "ღია ეთერით" გავა
ტელეკომპანია "იმედი" დღეს ეთერში თოქ-შოუ - "ღია ეთერით" გავა. როგორც ცნობილია, გადაცემა სამი ტელევიზიის მეშვეობით გადაიცემა, მას პირდაპირ ეთერს ტელეკომპანიები "მაესტრო" და "მეცხრე არხი" დაუთმობენ
10:00 07.11.2012
გიორგი ტუღუშს უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუჩერდება
გიორგი ტუღუშს ომბუდსმენის უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუჩერდება, რის შემდეგაც ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურების განხილვა დაიწყება.
01:03 07.11.2012
მინაშვილი: თუ ბაჩო ახალაია დამნაშავეა, მაშინ მეც დამნაშავე ვარ და დამიჭირონ
უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ამ წუთებში, პროკურატურასთან იმყოფება, სადაც ბაჩო ახალაიას დაკავება მოხდა. მინაშვილის შეფასებით, ახალაიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
00:59 07.11.2012
ბაჩო ახალაიას ბრალს 48 საათში წაუყენებენ
ადვოკატი დავით დეკანოიძე არ ფლობს ინფორმაციას, თუ სად არის გადაყვანილი ამჟამად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. როგორც პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, ახალაიას ბრალს 48 საათში წაუყენებენ.
00:40 07.11.2012
ბაჩო ახალაია გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივრის საფუძველზე დააკავეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატის დავით დეკანოიძის განცხადებით, ახალაიას 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით სდებენ ბრალს და ის ამჟამად დაკავებულია. ადვოკატის შეფასებით, საფუძველი რის გამოც ძიებაა დაწყებული არის აბსურდული.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით უსუფაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს1
გიორგი ბარამიძე: იქნებ პუტინის ინტერესების გამტარებელი ხართ?!2
ახალმა მთავრობამ პარლამენტში პროგრამა წარადგინა3
ეკა კვესიტაძე: სრულად ვიზიარებ ახალგაზრდების პრეტენზიებს არხის მიმართ4
ვერა ქობალია „APM Terminal“ -ის მუშაობას გაეცნო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X