GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დემეტრაშვილი: ძალოვანი მინისტრების დანიშვნაზე პრემიერს პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება
10:26 04.10.2012
დღის სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, "პრესა.ჯი"-სთან ინტერვიუში, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოქმედებებს განმართავს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ.

„პრესა.ჯი“: ვინ ნიშნავს ძალოვნებს - თავდაცვის, შს და იუსტიციის მინისტრებს?

ავთანდილ დემეტრაშვილი: მთავრობის ყველა შემადგენლობის შერჩევა ფორმალურად პრეზიდენტის მოვალეობაა. მას შეუძლია და უფლებამოსილია პრემიერ-მინისტრს ძალოვანი უწყებების მინისტრებად საკუთარი კანდიდატურები შესთავაზოს. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის ფორმირება პრეზიდენტს თავისუფლად შეუძლია. ერთია, მიიღებს თუ არა, მას პრემიერი და ნდობას გამოუცხადებს თუ არა, მას პარლამენტი. 

- აქვს თუ არა, მოქმედ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება?

- ეს უფლება მას არ აქვს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. თუ 6 თვის შემდეგ, მყარი არგუმენტი ექნება პირველ პირს, მაშინ ეს თავისუფლად შესაძლებელია. 

- რა ხდება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების შემთხვევაში?

- პრემიერს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს სასამართლო სისტემაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს 10 წლის ვადით პრეზიდენტი ნიშნავს. 

- არის თუ არა, უფლებამოსილი პრემირ-მინისტრი, გააკონტროლოს ძალოვანი სამინისტროები, შსს იუსტიცია, თავდაცვა?...

- მას აქვს უფლება გადააყენოს ძალოვანი მინისტრები, ოღონდ პრეზიდენტთან შეთანხმებით. 

არსებული კონსტიტუციით, აღმასრულებელ სფეროში პრემიერ მინისტრს ძალიან დიდი უფლებები აქვს. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოიწვიოს მთავრობის სხდომა, გადააყენოს მთავრობა. ვიმეორებ, შეუძლია ძალოვანი მინისტრებიც გადააყენოს, ოღონდ ძალოვან მინისტრებთან დაკავშირებით მას დასჭირდება პრეზიდენტის თანხმობაც. მათი თანამდებობაზე დანიშვნაც კონსულტაციების შემდეგ უნდა მოხდეს. 

იმ უწყებებში, რომელსაც პარლამენტის დამტკიცება სჭირდება, ძლიერია პრემიერის ინსტიტუტი. იუსტიციის, შსს სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში პრემიერს შეუძლია დაიწუნოს კიდეც პრეზიდენტის მიერ შთავაზებული მინისტრები. 

თუმცა, როგორც თქვენ პრეზიდენტისგან მოისმინეთ, ის არ ჩაერევა მთავრობისა და უწყებების ფორმირებაში. 

- რა არის საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, რამდენად გრძელი პროცედურაა ეს ყოველივე?

- პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებას სერიოზული ბრალდება სჭირდება. პირველ პირს სისხლის სამართლის დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი ან კონსტიტუცია დარღვეული. 

პარლამენტში იმპიჩმენტისთვის წინადადების წამოყენებისთვის პირველ ჯერზე საჭიროა დეპუტატთა რაოდენობის 1/3-ის თანხმობა. აუცილებელია დასკვნა გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლომ ან უზენაესმა სასამართლომ. 

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა ახლა უკვე საჭიროა პარლამენტართა საერთო რაოდენობის 2/3-ის შეგროვება. ანუ სულ მცირე 100-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას მხარი. ყველა ეს პროცედურა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძლიერი ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული.

იხ.წყარო

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულთა 75% უკვე დასაქმებულია1
ბათუმი სამშენებლო მასალებისა და დიზაინის მეორე საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს2
ნოდარ ხადური ფინანსთა სამინისტროში რეფორმების ჩატარებას გეგმავს3
კონსტანტინე გამსახურდია საქართველოში მიმდინარე პროცესებში მესამე ძალის აქტიურობას ხედავს4
საქართველოს პროკურატურა დავით აკობიას ჩვენებას ავრცელებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X