GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით დარჩიაშვილი: კალაძეს გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ივანიშვილი მას ჭკვიან ბიჭად აღიქვამს
16:12 16.10.2012
დღის სიახლეები

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის  მტკიცებით, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით შესულ ძალას ოპოზიციაში გადასული ძალა  მუშაობაში ხელს არ შეუშლის, თუმცა ნგრევის უფლებას არ მისცემს.

ამ და სხვა საკითხებზე „პრესა.ჯი“ დარჩიაშვილს ესაუბრა.  ‘’ინტერნეტ.ჯი" აღნიშნულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

- ბიძინა ივანიშვილმა დღეს ეკონომიკური გუნდი წარადგინა. კოალიციის ლიდერმა მინისტრობის კანდიდატები შეცვალა. ინფრასტრუქტურის მინისტრად დასახელებული კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრობის პოსტზე წარადგინეს...

- ბიძინა ივანიშვილის განცხადებებმა ცხადყო, რომ ისინი მთავრობის გადაბარებისთვის მზარ არ იყვნენ. ფაქტია, რომ კოალიციის ლიდერს მთავრობის ფორმირება გაუჭირდა. სასაცილოა ის კრიტერიუმიც, რომლითაც ამ შემთხვევაში კახი კალაძე შეირჩა. აღმოჩნდა, რომ მას გამოცდილება არ აქვს, მაგრამ  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჭკვიან ბიჭად მაინც აღიქვამს. ეს ყველაფერი კი კითხვებს აღძვრავს. ორიოდე დღის წინ მინისტრებად გაგვაცნეს სხვა სახეები, დღეს სხვას ვხედავთ.

- კალაძეს არ დაუმალავს, რომ მას ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება საერთოდ არ აქვს, მისი საქმის უცოდინრობა ენერგოუსაფრთხოებაზე როგორ აისახება?

- მას გამოცდილება არც წინა სექტორში და არც ახალ სამინისტროსთან მიმართებაში აქვს. ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ, როდესაც კალაძე ბიზნეს გამოცდილებაზე საუბრობს, ეს სახელმწიფო ინსტიტუტების მართვასთან თანხვედრაში არ არის. ენერგეტიკაში ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ამიტომ ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ.  თუ ამ ადამიანს ახლი ჰესების მშენებლობის უნარი არ აღმოაჩნდება ძველს არ დავანგრევინებთ.

- ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატ დავით დარახველიძეზე რისი თქმა შეგიძლიათ? ის არჩევნებამდე ქუჩაში ტანკებით სიარულზე ოცნებობდა...

- დავით დარახველიძე წინასაარჩევნოდ აკეთებდა განცხადებებს, რომ საქართველოში მომრავლდნენ ჩინელები, ზანგები, ახდენდა ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრედიტაციას, იმედია ეს რიტორიკა შეიცვლება. მისი ეს განცხადებები სრულიად აცდენილია ადამიანის უფლებების დაცვას.

- კიდევ ერთი აქტუალური თემა პარლამენტის ქუთაისში არსებობის საკითხია...

- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა საქართველოში პროვინციალიზმის დასრულება იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა რეგიონი უნდა განვითარდეს. ეს ისტორიული პროცესი არ უნდა შეჩერდეს.

- რაც შეეხება პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღს, კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ შესაძლოაპარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისის ახალ პარლამენტში ვერ ჩატარდეს...

- ახალ პარლამენტში  სამუშაო პირობები უზრუნველყოფილია. პირველი სხდომა 21 ოქტომბერს გამართება. კიდევ ვიმეორებ, ამ დროისთვის ყველაფერი მზად იქნება.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ცივილური ურთიერთობა?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ ამოქმედდება მთავრობა. თუ ახალი მთავრობა რაიმე კარგს გააკეთებს, ხელის შეშლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვიდგებით ყველაფერი იმის სადარაჯოზე, რაც აქამდე გაგვიკეთებია.

Internet.ge

ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის შესახებ საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ირაკლი სესიაშვილი: „იგლაზე“ საუბარი არასერიოზულია
ლონდონში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
3 აპრილიდან თბილისელებს ნაგვის დაყრისთვის ქვეითი ინსპექტორები დააჯარიმებენ
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს1
ფოტორეპორტაჟი: თბილისის იუსტიციის სახლი2
ფოტორეპორტაჟი: განახლებული ახალციხე3
ფოტორეპორტაჟი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან4
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X