GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მანანა კობახიძე: 27 მაისს, თავისუფლების მოედანთან ერთად, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირები გადაიკეტება
16:50 15.05.2012
დღის სიახლეები

შორენა გოგოლაძე

კოალიცია „ქართული ოცნება“ 27 მაისს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს. ვიდეორგოლში, რომლითაც კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს თავისუფლების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდებს, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეა გამოჩნდა. „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე ამბობს, რომ აქციის გამო, თავისუფლების მოედანი, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირები გადაიკეტება. კობახიძე თბილისელებს მოუწოდებს ამ დღისთვის თადარიგი დაიჭირონ, რადგან ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული იქნება. „ინტერნეტ.ჯი“-ს მანანა კობახიძე 27 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ ესაუბრა.

- 27 მაისს დაგეგმილ აქციაზე რა პროგრამა იქნება წარმოდგენილი და რას სთავაზობთ ამომრჩეველს?

-  რომ გადაწყდება გეტყვით აუცილებლად. გადაწყდება, თუ ვინ გამოვა, რა თანმიმდევრობით და ა.შ.

- ჯერ არ არის ამ დღის პროგრამა ცნობილი?

-  ყველაფერს წინასწარ ხომ არ განვაცხადებთ? ყველაფერს თავის გეგმა აქვს და ახლა სწორედ ამ გეგმაზე მიდის მუშაობა.  

- თუმცა ადამიანი, რომელიც მიდის აქციაზე, უნდა იცოდეს წინასწარ რისთვის მიდის და რა მიზანი აქვს აქციას...

- კი ბატონო, ბიძინა ივანიშვილი ეპატიჟება ამ ადამიანებს, დახვდება იქ და ეტყვის თავის სათქმელს. დეტალები, თუ ვინ გამოვა და რა იქნება, ეს ამ დროისთვის თანხმდება. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.

- რამდენ ხანს გაგრძელდება აქცია?

- სამ საათზე იწყება და რა დროც იქნება საჭირო, იმდენ ხანს გაგრძელდება. ჩვენ გვინდა ვუთხრათ ქალაქ თბილისის მაცხოვრებლებს, რომ გადაკეტილი იქნება თბილისის ქუჩები და მანქანით მოძრაობისგან თავს თუ შეიკავებენ, ძალიან კარგი იქნება.

- ამ დრომდე ცნობილია, რომ აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე. რომელი ქუჩები იქნება გადაკეტილი?

- გადაკეტილი იქნება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის და ჭავჭავაძის გამზირები. ფართომასშტაბიანი იქნება ეს აქცია და ადამიანები თადარიგს თუ დაიჭერენ, კარგი იქნება.

- რეგიონებიდან გეგმავთ მხარდამჭერთა ჩამოყვანას?

- ჩვენ ამ ყველაფერს ორგანიზებას არ ვუკეთებთ და თუკი ექნებათ მათ სურვილი, ბუნებრივია, არავინ იქნება წინააღმდეგი მათი აქციაზე მოსვლის.  ჩვენ არ ვაპირებთ მასიურად, კოლონებად ხალხის ჩამოყვანას.

- რუსთაველის გამზირზე 150 000 ადამიანს შეუძლია მიიღოს აქციაში მონაწილეობა. თქვენ გაცილებით მეტს ელოდებით, რადგან ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვასაც ვარაუდობთ?

-  ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით. ამ მსვლელობაში ბევრი თბილისელი მიიღებს მონაწილეობას და მითუმეტეს, თუ რეგიონებიდანაც ჩამოვლენ, ფართომასშტაბიანი მსვლელობა იქნება, რაც ავტომატურად გამოიწვევს ქუჩების გადაკეტვას.  

- კოალიცია „ქართული ოცნება“ თუ იღებს პრევენციულ ზომებს ნებისმიერი  ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად?

- არანაირ ინცინდენტებს ადგილი არ ექნება. ეს იქნება ძალიან ორგანიზებული და მოწესრიგებული აქცია. თუკი ხელისუფლება რაიმე პროვოკაციას დაგეგმავს, ეგ არ ვიცით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ორგანიზებულად ვგეგმავთ ამ დღის ჩატარებას.

-  აქცია ერთდღიანი იქნება?

- დედაქალში კი, შემდეგ აქციები რეგიონებში გაიმართება.

- როდის გავრცელდება ამ დღის პროგრამა პრესსამსახურის მიერ?

- როცა ჩათვლიან საჭიროდ, თუმცა 27 მაისამდე იქნება გახმოვანებული.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შტეფან ფულე და ჰელგა შმიდი ჩამოვლენ1
მიხეილ სააკაშვილი დასაქმების სააგენტოს ესტუმრა2
მინისტრები მოსახლეობას სამთავრობო გეგმას და პროგრამას პირადად გააცნობენ3
"ქართული ოცნება" ეკა ზღულაძეს მოგვიანებით უპასუხებს4
მანანა კობახიძე: 27 მაისს, თავისუფლების მოედანთან ერთად, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირები გადაიკეტება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X