GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა გიორგობიანი: დედაჩემმა, ჩემი თხოვნით, კონტროლის პალატის უწყება არ ჩაიბარა
15:59 23.05.2012
დღის სიახლეები

წინაასაარჩევნოდ პარტიებში შემოწირულობის სახით შესულ თანხებს საქართველოს  კონტროლის პალატა აქტიურად ადევნებს თვალს. მონიტორინგის სამსახურმა „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ არაკანონიერ ფულად გადარიცხვაში დაადანაშაულა და საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი შეფის მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქომაგისთვის“ გადარიცხულ თანხას ყადაღა დაადო.  ინტერპოლის მიერ ძებნილი ბიძინა გიორგობიანი კი სამართალდამრღვევად ცნო. კონტროლის პალატაში „ქომაგისა“ ქართული ოცნების“ კავშირზეც საუბრობენ.

 „ინტერნეტ.ჯი“ აღნიშნული თანხის წარმომავლობით დაინტერესდა და გერმანიაში მცხოვრებ გიორგობიანს დაუკავშირდა. 

- ბატონო ბიძინა საქართველოს კონტროლის პალატამ თქვენს მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქომაგისთვის“ გადმორიცხული 90 000 ევრო დააყადაღა. მონიტორინგის სამსახურმა თქვენ სამართალდამრღვევად გამოგაცხადათ..

აღნიშნული თანხის გადმოგზავნა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის რომელი კანონის დარღვევაა? მეტიც, ეს ჩემი პირადი შემოწირულობა არ იყო. ეს თანხა Ost Eeuropa - Media und geselshaft- მა გადმორიცხა. ფონდი, რომელსაც მე წარმოვადგენ ეხმარება პატიმრებსა და იცავს მათ ოჯახებს. ჩვენ ვმოქმედებთ გერმანისა და ევროკავშირის კანონმდებლობის სრული დაცვით. მაგრამ საქართველოში კანონიერება უკანონობად ითვლება. ამიტომ ჩვენი დახმარება, რომელიც უკანონოდ დაპატიმრებულებს, მათ ოჯახებს, სამსხურიდან გათავისუფლებულ მასწავლებლებს უნდა მოხმარებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ კანონდარღვევად ცნო.

- თუმცა კონტროლის პალატას არგუმენტად მოჰყავს, „ქომაგისა“ და "ქართული ოცნების" კავშირი. დღეს გავრეცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ თქვენ 90 000 ევრო არალიცენზირებული ბანკიდან გადმორიცხეთ...

- თანხა, რომელიც გერმანულ საქველმოქმედო ფონს ეკუთვნის, „ქართულ ოცნებას“, როგორ მოხმარდებოდა, როცა მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვარ გაწევრიანებული. რაც შეეხება უკანონოდ გადმორიცხვას, მე ევროკავშირის მოქალაქე ვარ და საქართველოსგან განსხვავებით აქ არალიცენზირებული ბანკებიდან ფულის გადაგზავნა არ ხდება.

- 90 000 ევროს გადმორიცხვამ ბუნებრივი ეჭვი გააჩინა, იქნებ გვითხრათ საიდან მოხერხდა სოლიდური თანხის მობილიზება ასეთ მოკლე დროში?

- შენ ვინ ხარ რომ თანხის წარმომავლობით ინტერესდები?! შემწირველის ვინაობას გერმანული კანონი და სახელმწიფო იცავს, რას ნიშნავს გაინტერესებთ? მთავარია ჩვენ გერმანიაში მოქმედი კანონი არ დაგვირღვევია.

- ხომ არსებობს ალბათობა, რომ ეს თანხა პირადად ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ გადმოერიცხა, ბოლო პერიოდში მსგავსი კანონდარღვევა არაერთხელ დაფიქსირდა...

- საქართველოში რაც უნდა გააკეთო, ხელისუფლება უკანონობაში ჩაგითვლის, იმიტომ, რომ თვითონ ჩადიან კრიმინალს. დარწმუნებული ვარ უცხოელს რომ გადმოერიცხა თანხა, კონტროლის პალატა მაშინვე დაასკვნიდა, რომ ეს ქართველის დავალებით მოხდა. გიმეორებთ კანონი არ დამირღვევია. ვინ ვის და რას აბრალებს არ ვიცი.

- კონტროლის პალატამ შესაბამისი უწყებით მოგმართათ და მათთვისაც არ აპირებთ ახსნა-განმარტების მიცემას?

- კონტროლის პალატას პირადად ჩემთვის წერილი არ გადმოუცია, მათ ჰქონდათ მცდელობა დედაჩემის საშუალებით გადმოეცათ ეს უწყება. ჩემი თხოვნით დედაჩემმა კონტროლის პალატის უწყების მიღებაზე უარი განაცხადა.

- ხომ არ დაამძიმებს თქვენი გამოუცხადებლობა თქვენს სამართლებრივ მდგომარეობას, მით უფრო რომ ინტერპოლი გეძებთ...

- არ ვაპირებ კონტროლის პალატასთან თანამშრომლობას, მივიჩნევ, რომ კანონი არ დამირღვევია. გთხოვთ ევროკავშირისა და გერმანიის სამართლის სისტემას გადახედოთ და მიხვდებით, რომ თანხა სრულიად ლეგალურად ჩაირიცხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში.

- საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას ხომ არ აპირებთ? შეიძლება საზოგადოებამ გიხილოთ ბიძინა ივანიშვილის გვერდით?

- პოლიტიკური სიმპატიები ჩემი პირადი საქმეა, მე თქვენ აუცილებლად მიხილავთ, ვიქნები თუ არა რომელიმე პარტიის ან კოალიციის ლიდერი ეს ცალკე საკითხია. საქართველოში ჯერ დემოკრატიული  არჩევნებია ჩასატარებელი რის შემდეგაც ყველაფერი გადაწყდება. პოლიტიკაში მოსასვლელი არაფერი მჭირს. მე არასრდოს დამიტოვებია ის. გირჩევთ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ჩახედოთ, სადაც ჩემი ხელმოწერაცაა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება1
ციხიდან გათავისუფლებულმა პატიმარმა სახლში მისვლამდე ფული მოიპარა2
მერიის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს მამუკა ქაცარავა ხვდება3
სოზარ სუბარი: ახალი ხელისუფლება არავის პოლიტიკურ დევნას არ აპირებს4
საპარლამენტო უმრავლესობას დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X