GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
26 მაისს დაღუპული პოლიციელის დედა: "ჩემს შვილს ბურჯანაძის მანქანამ გადაუარა"...
14:09 27.05.2012
დღის სიახლეები

"პრესა.ჯი" 2011 წლის 26 მაისის აქციაზე დაღუპული ვლადიმერ (დათო) მასურაშვილის დედასთან, ანა აზნაურაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. დაზარალებული შვილის სიკვდილში ნინო ბურჯანაძეს ადანაშაულებს.

‘’ინტერნეტ.ჯი" აღნიშნულ ინტერვიუს გთავაზობთ:

‘’2011 წლის 26 მაისის ღამეს, აქციიდან გაქცეულმა ნინო ბურჯანაძის ესკორტმა, 33 წლის ვლადიმერ (დათო) მასურაშვილის სიცოცხლე შეიწირა. დღეს ნინო ბურჯანაძე ირწმუნება, თითქოს მასურაშვილი მის ესკორტს არ გაუტანია, თუმცა კადრები, რომელიც ვიდეო კამერებმა დააფიქსირა, სხვა რამეს ამტკიცებს. დათო მასურაშვილის დედა პრესასთან პირველად საუბრობს. თვითმხილველთა ნაამბობზე დაყრდნობით იგი აცხადებს, რომ დათოს ნამდვილად ბურჯანაძის ესკორტის ავტომანქანამ გადაურა, რომელშიც მისი ოჯახის წევრები ისხდნენ და პასუხისმგებლობას, შესაბამისი ბრძანების გაცემის გამო, სწორედ მას აკისრებს.

მასურაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გავრცელდა. "პრესა.ჯი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დათო მასურაშვილის დედასთან, ანა აზნაურაშვილთან, სადაც იგი მისი შვილის გარდაცვალების დეტალებზე საუბრობს.

ანა აზნაურაშვილი, დათო მასურაშვილის დედა, 26 მაისს ასე იხსენებს: "წინა საღამოს დათო ძალიან დაღლილი მოვიდა, ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა. 25-ში დილით ჩვეულებრივ ადგა, 9 საათზე ტრადიციულად ყავა მოვუმზადე (დღემდე, ყოველ დილით 9 საათზე ყავას ვუმზადებ, როგორც ამას წლების მანძილზე ვაკეთებდი), ჩვეულებრივ, ტკბილად გავაცილე, შავი ფორმა მომაძებნინა, ჩაიცვა და წავიდა... დღის მანძილზე ხშირად ვურეკავდი, რომ ხმა გამეგონა და დავრწმუნებულიყავი კარგად იყო. 7 საათისთვის სამსახურიდან გამოვდიოდი, რომ დამირეკა. ტაქსით წადი პირდაპირ სახლში, არსად გაიაროო. თავის დასაც დაურეკა, სიძესაც. ჩვენ რომ დაგვაბინავა, 2-3 საათი აღარ დაურეკავს, არ ეცალა და მეც არ შევაწუხე. დიღომში იყო, სამმართველოში. სეტყვა რომ დაიწყო დამირეკა. შარშან სეტყვამ მისი მოტანილი, ეგზოტიკური მცენარეები გაგვიფუჭა ეზოში და ამიტომ მკითხა, ჩვენთანაც ხომ არ იყო სეტყვა. თერთმეტის ნახევარი იქნებოდა აქაც რომ დაიწყო. მე დავურეკე და გავაგებინე ამის შესახებ. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. მერე ტელევიზორთან ვიყავი მიჯაჭვული მთელი ღამე, რომ დავინახე მანქანამ გაიტანა ბიჭი, დაძაბული ვუყურებდი, ვლოცულობდი: ღვთისმშობელო, ჩემი შვილი არ იყოს მეთქი. ერთი საათი არ გასულა რომ კარზე დააკაკუნეს, ჩემმა სიძემ დამიძახა, ნათესავებით სავსე იყო ეზო. წავიქეცი...

- თქვენი შვილის გარდაცვალების შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა, რომელიც ალბათ ძნელი მოსასმენი იყო თქვენთვის...

- იყო ჭორი, რომ ბუტაფორია დაიმარხა, რომ ჩემი შვილი 28-ში ცოცხალი იყო. ეს ადამიანის ღირების შელახვა და ძალიან დიდი უპატივცემულობაა. ჩემი შვილი მე იმ დღესვე მომისვენეს სახლში, დავტიროდით. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამის დაწერა? შემოსულიყვნენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, არა როგორც კორესპოდენტები და ნახავდნენ რომ ეს ბიჭი ცოცხალი აღარ იყო. შემზარავია, როცა ადამიანი აღარ არის, გარდაიცვალა და წერენ, რომ კლონი, ბუტაფორია დაასაფლავეს. იყო საუბარი, ვითომ 28-ში ცოცხალი იყო დათო, 29-ში როგორ დაასაფლავესო? თითქოს რეანიმაციაში იწვა, რომელიღაც პარლამენტარმა გამოკეთება უსურვაო... როგორ დავწყევლო ამის მთქმელი, რომ რეანიმაციაში ეწვეთ ისევე შვილები, როგორც მე მეწვა ჩემი შვილი რეანიმაციაში იმ დღეს. ყველა ტყუილს ხომ საზღვარი აქვს. მე ჩემი შვილის ყველა წერტილი, სახეზე ყველა ხალი ვიცოდი, ყურზე ნიშანი ჰქონდა, მის ლამაზ თითებს, სახეს ვკოცნიდი, წინ მესვენა და როგორ შეიძლება ასეთი რამის თქმა? ფულის გამო ყველაფრის წერა ხომ არ შეიძლება? თუ არ სჯერათ მთავრობის, მერაბიშვილის, სააკაშვილის, მოსულიყვნენ და დედის დაეჯერებინათ, დამლაპარაკებოდნენ, ენახათ რომ მიცვალებული სახლში მყავდა.

- მას ჩაუტარდებოდა ექსპერტიზა, რა დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულზე?

- ნეკნები ჰქონდა ჩამტვრეული, ღვიძლი - განადგურებული, იმდენად ბევრი სისხლი იყო დაკარგული, რომ ვეღარაფერი უშველეს. ბიჭებმა მითხრეს, რომ ავწიეთ სასწრაფოს მანქანაში ჩასაწვენად ხროტინებდაო, ამას რომ ვფიქრობ მთელი სხეული მტკივა, სულთმობრძავი გონებაზე აღარ იყო. ვაი დედას თქმაც ვერ მოასწრო.

- რას ჰყვებიან თვითმხილველები?

- მისი მეგობრები ამბობდნენ, ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგაო. მერე უკვე გაზი რომ გაუშვეს, ყველაფერი აირია. ფაქტია, რომ მანქანამ გადაუარა. ჩემი შვილი იმ ჯაჭვში იდგა, სადაც ბიჭები იდგნენ, არცერთი წუთით არ მოშორებია მათ. ისეთი ადამიანის გვერდით იდგა, რომლისაც ძალიან მჯერა. მისი შვილი უნდა მოენათლა დათოს და რადგან გარდაიცვალა, ჩვენს სიძეს მოანათვლინა, დათოს ნაცვლად. ამ ბიჭს ტყუილი არ შეეძლო ეთქვა. ჩემმა შვილმა პირველმა იცნო, რომ ბურჯანაძის ესკორტი მოდიოდა. ჩვენები არ არიანო, მას დაუძახია.

- იყო საუბარი, რომ იმ მანქანაში იჯდა ნინო ბურჯანაძის შვილი.

- ოფიციალურად არავის უთქვამს, მაგრამ როგორც გავარკვიე, ავტომანქანაში, რომელმაც ჩემს შვილს გადაუარა, ნინო ბურჯანაძის ოჯახის წევრები ისხდნენ.

- გამოძიებას თუ ადევნებთ თვალს. პასუხისმგებელი არის მხოლოდ ის ადამიანი, ვინც საჭესთან იჯდა და დღეს დაკავებულია?

- რა თქმა უნდა, არა. დარწმუნებული ვარ, მას ბრძანება რომ არ მიეღო არ წავიდოდა ამაზე. მძღოლი თავისი ინიციატივით არ გადაუვლიდა ხალხს, ამას ვერ გაბედავდა. არანაირი საშიშროება მათ არ ემუქრებდათ. პოლიციას იარაღი არ ჰქონდა...

- ანუ პასუხისმგებლობა თქვენი შვილის სიციცოცხლის მოსპობაზე ვის ეკისრება?

- აქციის ორგანიზატორებს. არცერთი მთავრობა არ აპატიებს არავის ასეთი ღონისძიების ჩაშლას. ბურჯანაძემ ეს იცოდა და მან გამოიწვია ეს ყველაფერი. რატომ წამოვიდა ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან მაინცდამაინც რუსთაველზე? იმიტომ, რომ სისხლი სწყუროდა. სურდა დახარჯული მილიონები გაემართლებინა. რაღა ჩემი შვილის სისხლი სწყუროდა?..

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თეა წულუკიანი: თქვენი მზე ჩასვენებულია1
პრეზიდენტისა და უმაღლესი თანამდებობის პირთა ხარჯებს ახალი მთავრობა ვერ გააკონტროლებს2
ბათუმში შეკრებილი აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან3
აჭარის ოთხ სოფელში გზები ჩაიკეტა4
არჩილ თალაკვაძე: სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის სტანდარტი სამოქალაქოს გაუთანაბრდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X