Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დერმატო-ვენეროლოგი: ხარისხიანი რუჯის მისაღებად მოსამზადებელი ეტაპია გასავლელი
00:48 20.06.2012
დღის სიახლეები

ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება გარუჯვა, თუმცა რუჯის არასწორი მიღების შედეგად, შესაძლოა ადამიანმა სერიოზული დამწვრობა მიიღოს. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი უსიამოვნება და რა ტიპის დაავადებების შემთხვევაშია აკრძალული მზის გულზე წოლა? ამ საკითხებთან დაკავშირებით „ინტერნეტ.ჯი“-ს დერმატო-ვენეროლოგი ნინო ოთარაშვილი ესაუბრა.

- როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი მზის დამწვრობისგან?

- კანის ტიპი იყოფა სამ ძირითად ჯგუფად - თმის ფერის, კანის ფერის და თვალის ფერის მიხედვით. ის კანი, რომელიც უფრო ღია ფერისაა, გაცილებით მგრძნობიარეა მზის მიმართ და შესაბამისად, მეტი დაცვა სჭირდება. ამისათვის არსებობს მზისგან დამცავი საცხი, რომლის ეფექტურობაც ნუმერაციითაა განსაზღვრული, ამიტომ მათი გამოყენება კანის ტიპისა და ნუმერაციის მიხედვით(APF) არის რეკომენდებული.  

თუკი ადამიანმა გადაწყვიტა რუჯის მიღება, ამისათვის მოსამზადებელი ეტაპია გასავლელი. ეკოლოგიური ცვლილებებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს კანის დათვალიერება, ხომ არ არის რაიმე საეჭვო წანაზარდი კანის ზედაპირზე, ასევე უნდა ჩატარდეს გამოკვლევა, რომ დადგინდეს ხომ არ აქვს ადამიანს ისეთი დაავადება, რომელზეც მზის სხივები უარყოფითად იმოქმედებს. იგივე უნდა გაითვალისწინონ  მოქალაქეებმა სოლარიუმში წასვლის წინ.

- რა პერიოდულობით შეიძლება მიიღოს ადამიანმა რუჯი? 

- როდესაც ადამიანს აქვს სურვილი ჰქონდეს კარგი რუჯი, ის ყოველთვის აჭარბებს სასარგებლო დოზას. შესაბამისად, რასაკვირველია, რეკომენდებულია ხანმოკლე დროის განმავლობაში იყოს ადამიანი მზის გულზე.

-როგორია დერმატოლოგების რეკომენდაცია მზის გულზე ყოფნის ხანგრძლივობის თვალსაზრისით?

- სხვადასხვა ლიტერატურის მიხედვით, არის სხვადასხვა პერიოდი. მაგალითად, სასურველია, თუ ადამიანი რუჯის მიღებას დაიწყებს 10-15 წუთიანი ხანგრძლივობით. რა თქმა უნდა, დღის 11:00 საათამდე და 18:00 საათის შემდეგ.

- გავრცელებულია მოსაზრება, რომ შუადღის მზე ყველაზე ეფექტურია რუჯის მისაღებად...

- ეს ასე არ არის. შუადღის მზე სწრაფად გვაძლევს შედეგს, მაგრამ ამავდროულად წვავს კანს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დილის და საღამოს საათებში მიიღებს რუჯს, დაფარვა მოხდება ნელ-ნელა, თუმცა ბევრად ხარისხიანად და კარგად.

- მზის დამწვრობის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა დაზიანებული კანის ბოლომდე განკურნება?

- შესაძლებელია, თუმცა არასწორი ან არასრული მკურნალობის შედეგებმა შეიძლება  მომდევნო წლებში იჩინოს თავი. ამიტომ, თუკი ადამიანი მიიღებს სოლარულ დამწვრობას, აუცილებელია მიაკითხოს სპეციალისტს და გაითვალისწინოს მისი რჩევები.

- რომელია ის დაავადებები, რომლისთვისაც მზის სხივები მავნებელია და უარყოფითად ზემოქმედებს მასზე?

- არის ასეთი დავადება ყვითელი მჭამელი, რომლის დროსაც არ შეიძლება მზის სხივები. თუმცა არის დაავადებები, რომლებისთვისაც მცირე დოზით ვნიშნავთ კიდეც მზის სხივებს, ასეთი დაავადებებია აკნე, ფსორიაზი და ა.შ. ამიტომ, რომელიმე დაავადების მქონე პირი აუცილებლად უნდა გაესინჯოს ექიმს და მიიღოს კვალიფიციური რეკომენდაცია.

- არსებობს მზის ალერგიაც, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?

- დიახ, არსებობს ასეთი ალერგია. ამ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულია რუჯის მიღება, აღარ ვსაუბრობ ონკოლოგიურ დაავადებებზე...

- რას გვირჩევთ, როგორ უნდა მოვიქცეთ სითბური დაკვრის შემთხვევაში?

- როდესაც დაიწვება ადამიანი და ამას იგრძნობს, აუცილებლად უნდა მოხდეს წყლის მიღება. თუ მოხდა შეშუპების განვითარება და ალერგიული რეაქციები, ინიშნება ანტიჰისტამიური პრეპარატები და დამწვრობის საწინაღმდეგო მკურნალობა. ხშირ შემთხვევაში, პაციენტები მოგვმართავენ მაშინ, როდესაც დამწვრობა უკვე განვითარებულია, ანუ ხდება წყლულების წარმოქმნა და ა.შ.

- გასულ წელს, ლეღვის ნახარშისგან მიღებული დამწვრობით, უამრავი ადამიანი მკურნალობდა სტაციონარში.  ხშირად მოგმართავენ თუ არა უცნაური გარუჯვის მეთოდებით მიღებული დაზიანებებით პაციენტები?

- ძირთადად არის არასასურველ დროს, დღის განმავლობაში, დიდი ხნით მზის გულზე წოლის შედეგად  მიღებული დამწვრობის შემთხვევები. მაგალითად, ყოფილან ადამიანები, რომელთაც სურდათ, რომ სადღესასწაულოდ სწრაფად მიეღოთ რუჯი, რის გამოც, დიდი ხნის განმავლობაში იწვნენ მზეზე. შედეგად კი მიიღეს დამწვრობა.

- რა ზიანის მომტანია კანისთვის ხშირი გარუჯვა?

- ეს იწვევს კანის გამოშრობას და მის დეჰიტრადაციას უწყობს ხელს.

- როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა რუჯი, რომ მისი ეფექტი სეზონის განმავლობაში ჰქონდეს?

- ეს უნდა მოხდე რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, მაგრამ ძალიან მცირე დოზით და ეტაპობრივად. ამ შემთხვევაში რუჯი იქნება ხარისხიანი და დიდხანს გაჰყვება ადამიანს. თუ რუჯის მოყვარულნი გავლენ მზეზე 11:00 საათამდე და 18:00 საათის შემდეგ და მზის გულზე 15 წუთის ინტერვალით დაწვებიან, მაშინ ნამდვილად მიიღებენ ხარისხიან რუჯს.

Internet.ge

 
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მფრინავი თეფში მოქალაქეს 2 საათის განმავლობაში დასდევდა (VIDEO)1
“ლიბერთი ბანკის" ოფისში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა2
ქალიშვილმა დედა რელიგიური კონფლიქტის გამო მოკლა3
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე4
უგულავა: თბილისი რეალიზებული შესაძლებლობების ქალაქი უნდა იყოს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X