GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ივანიშვილის განცხადებაზე კარგად ვიხალისე
19:22 02.04.2012
დღის სიახლეები

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე-გამსახურდია ამბობს, რომ ივანიშვილის მოსაზრებები, ზვიად გამსახურდიაზე, ნაკლებად აინტერესებს.

მანანა არჩვაძე ჟურნალისტ მაკა რაზმაძის განცხადებასაც ეხმაურება, რომ ზვიად გამსახურდიაზე გული მას შემდეგ აუცრუვდა, როცა მანანა არჩვაძემ იგი მის თვალწინ სცემა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტთა ჯგუფთან განაცხადა: ზვიად გამსახურდია იყო გიჟი და მას ფსიქიატრიულში უნდა დაესრულებინა სიცოცხლეო... თქვენი აზრით, რატომ გააკეთა ასეთი შეფასება ივანიშვილმა პირველი პრეზიდენტის მისამართით?

-  მოდი და ამაზე ნუ გაიცინებ. მას ჰკითხეთ თვითონ, მე ეგ საკითხები ნაკლებად მაინტერესებს. საერთოდ არ მადარდებს ვინ რას იტყვის. ჩემი საქმე არ არის ვის რა აზრები აქვს. ძალიან კი გამახალისეთ ახლა.

- თქვენი აზრით, ივანიშვილზე გავლენას ხომ არ ახდენენ ის ადამიანები, ვინც კოალიციაში არიან და თავის დროზე კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მიიღეს მონაწილეობა?

- მე არ ვარ მაგათი წრის. ამაზე ვერ გიპასუხებთ. არანაირი ინტერესი არ მაქვს მასეთ წრეში ვიყო და ვაკეთო კომენტარები. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მაინტერესებს და ვინ რას ამბობს ნამდვილად არ მაღელვებს.  

-   ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიაზე გული მას შემდეგ ამიცრუვდა, როცა მანანა არჩაძემ ის ჩემს თვალწინ სცემაო. რატომ არ უპასუხეთ ჟურნალისტის ამ განცხადებას?

- მე ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს არ ვიცნობ. მე ვიცნობ "მხედრიონელ" მაკა რაზმაძეს. მე ვიცი, რომ ის ხალხს აწამებდა და მის სინდისზე ბევრი სისხლია. არ მაინტერესებს სისხლიანი ხალხის ამბები. მეც მქონდა შესაძლებლობა, რომ ეს წამეკითხა, ვიცი რაზეა საუბარი, მაგრამ არავითარი სურვილი არ მაქვს, იმათ, ვისაც ავტომატი ეკავა და ადამიანებს ხოცავდა, პასუხი გავცე. ამას თუ დავუმატებთ ძარცვასა და ყაჩაღობას მით უფრო არ მაინტერესებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აბრაამ მიხაილი: არავის ეგონოს, რომ ისრაელს ირანთან ომი სურს1
პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებული დეფინიცია დაკონკრეტდა2
სასაზღვრო პოლიციას მოლდოვის საზღვრის დაცვის დელეგაცია ეწვია3
პირველადი ჯანდაცვის განვითარებისათვის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა4
გორბაჩოვი ჩამოახრჩეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X